Page 9 - The European Union Supranationalism
P. 9

მისი     აზრით,      ევროპულმა       ფედერაციამ       ასევე     უნდა     მოახერხოს
                  „ხელისუფლებასა“  და  „თავისუფლებას“  შორის  ბალანსის  დამყარება.  მას  მოჰყავს
                  ფრანგი  მოაზროვნის  პიერ-ჟოზეფ  პრუდონის  გამონათქვამი,  რომ  „საზოგადოება
                  ხელისუფლების გარეშე ყალიბდება ანარქიად, ხოლო საზოგადოება თავისუფლების

                  გარეშე  აღმოჩნდება  მონობაში“  და,  რომ  „ხელისუფლებისა  და  თავისუფლების
                  ბალანსი  უნდა  ემყარებოდეს  ამ  ორის  შეთანხმებულ  ურთიერთშეზღუდვასა  და
                  ურთიერთდახმარებას.“
                         მუსხელის  ევროპული  გაერთიანების  მოდელში  „თავისუფლება“  ნიშნავს

                  ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ ინდივიდუალურობისა და თავისებურებების,
                  ტრადიციებისა  და  კულტურის  შენარჩუნებას,  იმ  პირობებში,  რომ  ეს  ქვეყნები
                  ნებაყოფლობით  ემორჩილებიან  ერთობლივად  შეთანხმებულ  წესრიგსა  და
                  რეგულაციებს.          ეს      რეგულაციები           გამომდინარეობს          ევროკავშირის

                  კანონმდებლობიდან  და  ორგანიზაციული  სტრუქტურიდან,  რომელიც  წევრი
                  ქვეყნების ეროვნულ კანონმდებლობაზე უპირატესია და წარმოადგენენ ამ ქვეყნების
                  დამოუკიდებლობის, უსაფრთხოებისა და განვითარების გარანტს.



                              ევროკავშირსა და მის წევრებს შორის კომპეტენციათა გამიჯვნა



                         თავის ნაშრომში მიშელ მუსხელი დეტალურად მსჯელობს ევროკავშირსა და
                  მის წევრებს შორის კომპეტენციათა გამიჯვნის საკითხზე. იგი ამ თემას განიხილავს

                  ევროპის  უნიფიკაციის  პროცესის  მთავარი  თავსატეხის  კონტექსტში,  რომელიც
                  უკავშირდება  ევროპის  ქვეყნების  ენთუზიაზმის  ნაკლებობას,  რომ  შეელიონ
                  ეროვნული სუვერენიტეტის ბერკეტებს.
                         ამ  პრობლემის  გადაჭრის  გასაღები,  მუსხელის  აზრით,  ფედერაციის

                  ადმინისტრირების  ისეთ  მექანიზმებშია,  როგორიც  არის  ევროკავშირის  წევრ
                  სახელმწიფოთა  კონსტიტუციური  ავტონომია,  წევრი  ქვეყნების  მონაწილეობა
                  კავშირის  ერთიანი  პოზიციის  ფორმირებაში,  ასევე  ევროკავშირის  ინსტიტუტებსა
                  და  წევრ  ქვეყნებს  შორის  უფლებამოსილებათა  გადანაწილება.  ამ  კუთხით,  მიშელ

                  მუსხელი  ფედერაციას  განიხილავს  როგორც  ინსტიტუციური  და  სამართლებრივი
                  მექანიზმების  ნაკრებს,  რომლის  ელემენტების  გამოყენება  წარმატებით  არის
                  შესაძლებელი       ევროკავშირის       ფორმირებისა        და    განვითარების       პროცესში.
                  საგულისხმოა,  რომ  რობერტ  შუმანის  1950  წლის  დეკლარაციის  ტექსტიც  ამ


                  technique  to  create  an  original  work,  integrates  them  into  a  diversely  balanced  order.  Federalism  is  the  art  of  arranging  realities  in  a
                  harmonious manner.”; L’Europe face au fédéralisme;
                                                                                                             9
   4   5   6   7   8   9   10   11   12   13   14