Page 6 - The European Union Supranationalism
P. 6

მიშელ  მუსხელის  მიერ  1949  წელს  გამოქვეყნებული  ევროპის  კონსტიტუციის
                  ტექსტის  არა  მხოლოდ  სულისკვეთებას,  არამედ  ევროპის  უნიფიკაციის  საკითხის
                  მიმართ ზოგად მიდგომებსა და მიზნებს.
                         მიხეილ  მუსხელი,  რომელიც  მეორე  მსოფლიო  ომის  შემდეგ,  ევროპის

                  გაერთიანების  პროცესის  პოლიტიკურ-ეკონომიკურ  და  სამართლებრივ  ასპექტებს
                  იკვლევდა,  ნაშრომში  „L’Europe  face  au  fédéralisme“  დეტალურად  აღწერს
                  სუპრანაციონალიზმის თეორიულ და პრაქტიკულ საფუძვლებს, ასევე გვთავაზობს
                  ევროკავშირის ფუნქციონირების ინსტიტუციონალური მოწყობის შესახებ საკუთარ

                  ხედვას,  რომლებიც,  როგორც  ქვემოთ  ვნახავთ,  საოცარი  სიზუსტით  იქნა
                  რეალიზებულ ევროკავშირის განვითარების სხვადასხვა ეტაპებზე.



                               მსოფლიო ომის შემდგომი ნაბიჯები ევროპის უნიფიკაცისკენ



                         ევროპული ფედერალიზმის იდეის ინტენსიური განხილვა მეორე მსოფლიო
                  ომის  დამთავრებისთანავე  დაიწყო.  ამ  პერიოდში,  ევროპის  სხვადასხვა  ქვეყნის
                  სახელმწიფო მოღვაწეებმა  და ევროპული  პოლიტიკური აზროვნების  გამოჩენილმა
                  წარმომადგენლებმა  საფუძველი  ჩაუყარეს  გაერთიანებული  ევროპის  მხარდამჭერ

                  სხვადასხვა ინიციტივებს - ბელგიაში პოლ ვან ზილანდმა (პრემიერ-მინისტრი 1935-
                  1937 წ.წ.), ინგლისში უინსტონ ჩერჩილმა, საფრანგეთში ედუარდ ერიუმ (პრემიერ-
                  მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი 1924–1925; 1926; 1932 წ.წ.)  და სხვა. 1948

                  წელს  დარსდა  ე.წ.  ევროპული  მოძრაობა  (The  European  Movement)  და  მისი
                  პრეზიდენტი  გახდა  ინგლისელი  დიპლომატი  და  სახელმწიფო  მინისტრი  დანკან
                  სენდისი, ხოლო წევრები  - ანდრე ლიონ ბლუმი (საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი
                  1936-1937  წ.წ.),  ალჩიდე  დე  გასპერი  (იტალიის  პრემიერ-მინისტრი  1945-1953  წ.წ.),

                  უინსტონ  ჩერჩილი  და  პოლ-ანრი  სპააკი  (ბელგიის  პრემიერ-მინისტრი  1947-1949
                  წ.წ.).
                         ევროპის  ფედერალიზაციის  იდეის  განხილვის  პარალელურად,  ევროპის
                  ქვეყნები  დგამდნენ  კონკრეტულ  ნაბიჯებს  სხვადასხვა  გაერთიანებისა  და

                  კავშირების შესაქმნელად: 1947 წელს ბელგიამ, ნიდერლანდებმა და ლუქსემბურგმა,
                  ხოლო 1949 წელს იტალიამ და საფრანგეთმა, შექმნეს ერთიანი საბაჟო კავშირი. ამავე
                  პერიოდში,  ამერიკის  შეერთებული  შტატების  „მარშალის  გეგმის“  ფარგლებში,
                  ევროპის  16-მა  სახელმწიფომ  დაიწყო  მუშაობა  ეკონომიკური  თანამშრომლობის

                  გაღრმავებაზე.  1948  წელს  ინგლისმა,  საფრანგეთმა  და  ე.წ.  ბენელუქსის  ქვეყნებმა
                  ხელი     მოაწერეს      ბრიუსელის       შეთანხმებას      სამხედრო       და    ეკონომიკური
                                                                                                             6
   1   2   3   4   5   6   7   8   9   10   11