Page 7 - The European Union Supranationalism
P. 7

თანამშრომლობის შესახებ. 1949 წელს დაარსდა ევროპის საბჭო. ამავე წელს შეიქმნა
                  ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი (NATO).



                                              ევროპის ფედერალიზაციის იდეა


                         ევროპის  უნიფიკაციის  მიმართულებით  გადადგმული  ზემოთ  აღწერილი

                  ნაბიჯების ფონზე, იმჟამინდელი ევროპის დამფუძნებელი მამები მიიჩნევდნენ, რომ
                  ევროპის  ფედერალიზაცია,  ანუ  ევროპის  ფედერალურ  სახელმწიფოდ  გარდაქმნა
                  მოუმწიფებელ  იდეას  წარმოადგენდა.  ვერავის  წარმოედგინა,  თუ  როგორ
                  შეძლებდნენ  ევროპის  სახელმწიფოები  სუვერენული  კომპეტენციების  გადაცემას

                  ერთიანი ევროპული გაერთიანებისათვის.
                         თუმცა,      არსებობდა       განსხვავებული        მოსაზრებაც,       რომ      ევროპის
                  გასაერთიანებლად,  ევროპის  ქვეყნების  მიმართ  კლასიკური  ფედერაციისთვის

                  დამახასიათებელი  შეზღუდვების  მექანიკური  დაწესება  კი  არ  უნდა  მომხდარიყო,
                  არამედ,  განხორციელებულიყო  ფედერაციის  ელემენტების  გამოყენება  ევროპის
                  პოლიტიკურ-ეკონომიკური  რეალობის  შესაბამისად.  ევროპელ  მოაზროვნეთა  ამ
                  ჯგუფმა ზუსტად განსაზღვრა, თუ რა უნდა გამხდარიყო მომავალი ევროკავშირის

                  მამოძრავებელი  ძრავა,  თუ  როგორ  შეიძლებოდა  სუპრანაციონალიზმისა  და
                  ნაციონალიზმის  ურთიერთსაწინააღმდეგო  იდეებს  მიეღწიათ  იმ  უნიკალური
                  სინერგიისთვის,  რომელიც  პოლიტიკური  და  ეკონომიკური  თანამშრომლობის,

                  სოციალური დაცვის, ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტური თავისუფლებების
                  უმაღლეს სტანდარტებს შექმნიდა.
                         როგორც სამეცნიერო ნაშრომიდან „L’Europe face au fédéralisme“ იკვეთება, ამ
                  მიდგომას იზიარებდა მიშელ მუსხელიც. მისი ანალიტიკური ნაშრომი გვთავაზობს

                  სრულიად  გასაოცარ  მეცნიერულ  წინასწარმტყველებებს,  რომლებიც  მომდევნო
                  წლებში პრაქტიკულად იქნა რეალიზებული ევროკავშირის ადმინისტრირებისა და
                  სამართლებრივი მოწყობის თვალსაზრისით.
                         თავის  ნაშრომში,  მიშელ  მუსხელი  საუბრობს  ტერმინის  „ფედერაცია“

                  წარმოშობაზე  და  განმარტავს,  რომ  მისი  ფუძე  ბერძნულია:  foedus,  რაც  ალიანსს,
                  ხელშეკრულებას  ნიშნავს.  თავად  foedus  წარმოშობილია  სიტყვიდან  fidere,  რაც
                  ნდობის სინონიმია. მიშელ მუსხელისთვის ევროპის გაერთიანება უნდა ყოფილიყო
                  „კავშირი“ (union) და არა „ერთობა“ (unity). მას მიაჩნდა, რომ ევროპის ქვეყნები არ

                  უნდა  ყოფილიყვნენ  დამორჩილებული  აბსოლუტური  სუვერენიტეტის  მქონე
                  „ცენტრს“,     ვინაიდან      „ცენტრის“      მიერ     ამ    სახის    დომინაცია       ევროპას
                                                                                                             7
   2   3   4   5   6   7   8   9   10   11   12