Page 14 - The European Union Supranationalism
P. 14

ცენტრალური ბანკის წინააღმდეგ. ევროკავშირში ასევე ფუქნციონირებს  ე.წ. საჯარო
                  სამსახურის  ევროპული  სასამართლო  (European  Civil  Service  Tribunal),  რომელიც
                  იხილავს  ევროკავშირის  ინსტიტუტებში  მომუშავე  მოხელეებთან  დაკავშირებულ
                          12
                  დავებს .


                     ევროკავშირისთვის  სამართლებრივი სუბიექტის სტატუსის მინიჭების საკითხი



                         თავის ნაშრომში „L’Europe face au fédéralisme“ მიშელ          მუსხელი განმარტავს,
                  რომ მომავალ ევროკავშირს უნდა გააჩნდეს ფედერაციის კიდევ ერთი ატრიბუტი -
                  საერთაშორისო სამართლებრივი სუბიექტის სტატუსი (legal personality), რათა იყოს

                  საერთაშორისო  სამართლის  სუბიექტი.  მუსხელის  ვარაუდი  2009  წელს  იქნა
                  რეალიზებული, როდესაც ძალაში შევიდა ევროკავშირის ლისაბონის შეთანხმება და
                  ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა თავიანთ კავშირს საერთაშორისო სამართლებრივი

                                                             13
                  სუბიექტის უფლებამოსილება მიანიჭეს .


                                    მუსხელის ევროკავშირის კონსტიტუციის პროექტი



                         მიშელ  მუსხელი  საკმაოდ  დეტალურად  განიხილავს  გაერთიანებული

                  ევროპის  კონსტიტუციის  შინაარსსა  და  ტექნიკურ  მახასიათებლებს.  მისი  აზრით,
                  კონსტიტუციის დოკუმენტი უნდა იყოს შეძლებისდაგვარად მოკლე, გამოხატავდეს
                  ძირითად  პოლიტიკურ,  ეკონომიკურ  და  სოციალურ  პრინციპებს,  რომელსაც
                  მომავალი  ევროკავშირი  უნდა  დაეყრდნოს.  მუსხელის  აზრით,  ევროკავშირის

                  კონსტიტუციური  ხელშეკრულება  არ  უნდა  იყოს  დეტალური  და  მშრალი
                  ფორმულებით  გაჯერებული,  არამედ  უნდა  გამოხატავდეს  ევროპის  ქვეყნების
                  ხალხების  საერთო  მისწრაფებებსა  და  საჭიროებებს,  ფუნდამენტურ  პრინციპებს,
                  რომლებიც უნდა გახდეს მომავალი ევროპული კავშირის ქვაკუთხედი.

                         ამდენად,  მუსხელის  აზრით,  ევროპის  კონსტიტუცია  უნდა  ყოფილიყო  არა
                  რთულად  აღსაქმელი  კოდექსი,  არამედ  მარტივი  დოკუმენტი  და  ამ  საკითხშიც,
                  მიშელ  მუსხელის  ხედვის  მართებულობა  საოცრი  სიზუსტით  გამოვლინდა:  2005



                  12  https://worldpresence.eplo.int/wp-content/flipbooks/7Steps/mobile/index.html
                  13  https://www.europarl.europa.eu/factsheets/en/sheet/5/the-treaty-of-
                  lisbon#:~:text=The%20Treaty%20of%20Lisbon%20gives,are%20compatible%20with%20EU%20law.
                                                                                                            14
   9   10   11   12   13   14   15   16   17   18   19