Page 5 - The European Union Supranationalism
P. 5
საპირისპირო იდეის სინერგია და მათ შორის საკმაოდ რთულად მისაღწევი
ბალანსი განსაკუთრებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ეფექტს
იძლევა.
3
წინამდებარე პუბლიკაციის ზემოთ მოყვანილი მსჯელობა ეყრდნობა
სამხრეთ კავკასიაში ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO)
რეგიონული წარმომადგენლობის მიერ 2021 წელს გამოცემულ სახელმძღვანელოს -
„Seven Steps for Comprehending the European Union“. ვფიქრობთ, იგი საკმაოდ
კარგად განმარტავს სუპრანაციონალიზმის შინაარსს და ევროკავშირის
ინსტიტუტების ფუნქციონირების მაგალითზე აღწერს, თუ როგორ ვლინდება
სუპრანაციონალიზმი პრაქტიკაში. თუმცა, სახელმძღვანელო ვერ იძლევა პასუხს
ევროპაში სუპრანაციონალიზმის იდეის პირველწყაროს შესახებ, ასევე, თუ რა
თეორიული მსჯელობა დაედო საფუძვლად სუპრანაციონალური მოდელით
ევროპის მართვის თაობაზე ევროპის ქვეყნებს შორის მიღწეულ შეთანხმებას.
ამ კითხვებზე ამომწურავი პასუხი გაგვცა, წარმოშობით ქართველი,
თბილისში დაბადებული და 1921 წელს ბოლშევიკური ტერორის მიერ დევნილი
მიშელ მუსხელის, იგივე მიხეილ მუსხელიშვილის 1949 წლის ნაშრომმა „L’Europe
face au fédéralisme“. მუსხელის ამ ვრცელ პუბლიკაციას თან ერთვის ავტორის მიერ
შედგენილი ერთიანი ევროპის კონსტიტუციის პროექტი, ხოლო თავად ნაშრომი
იძლევა მომავალი ევროპის სამართლებრივი და ადმინისტრაციული მოწყობის
უაღრესად საინტერესო განმარტებებს.
მუსხელის კონსტიტუციის პროექტის პრეამბულაში ხაზგასმულია, რომ
ევროპის ფედერალიზაციის მიზანია ორი ომისაგან ძალაგამოცლილი,
თავისუფლებისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხის
წინაშე მდგომი, განადგურებული ეკონომიკის პირობებში ევროპელთა ცხოვრების
აუტანელი დონით მძიმე ვითარებაში მყოფი ევროპის განვითარების გზაზე გაყვანა.
ამასთან, მუსხელის დოკუმენტი ხაზს უსვამს, რომ ამ ამოცანების გადაჭრა
შეუძლებელი იქნება ევროპის ცალკეული სახელმწიფოების დამოუკიდებლი და
ავტონომიური ძალისხმევით.
როგორც ქვემოთ დეტალურად ვნახავთ, მუსხელის ნაშრომებმა დიდი
გავლენა იქონია მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ევროპის მომავალზე იმჟამად
მიმდინარე პოლიტიკურ და სამეცნიერო დისკუსიაზე. ამის მოსაზრების დასტურად
ის ფაქტიც გამოდგება, რომ საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის რობერტ
შუმანის 1950 წლის 9 მაისის ისტორიული დეკლარაცია საკმაოდ ზუსტად იმეორებს
3 პუბლიკაციის ეს ნაწილი ეყრდნობა სამხრეთ კავკასიაში ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) რეგიონული
წარმომადგენლობის გამოცემულ სახელმძღვანელოს; „Seven Steps for Comprehending the European Union“;
https://worldpresence.eplo.int/wp-content/flipbooks/7Steps/mobile/index.html; გვ. 14-17
5