Page 4 - The European Union Supranationalism
P. 4

შესავალი



                         ევროკავშირი არ არის არც საერთაშორისო ორგანიზაცია, არც ფედერალური
                  სისტემით  მოწყობილი  ქვეყანა,  ან  კონფედერაცია.  ევროკავშირი  იმართება
                  ადმინისტრირების  სუპრანაციონალური  მეთოდით,  ანუ,  ევროკავშირის  წევრი
                  ქვეყნები          ნებაყოფლობით             თმობენ           ზოგიერთ            სუვერენულ

                  კომპეტენცია/უფლებამოსილებას ევროკავშირის ინსტიტუტების სასარგებლოდ.
                         ტერმინი „სუპრანაციონალური“, თავისთავად ზე-ეროვნულს, ანუ ეროვნულ
                  ინტერესებზე  მაღლა  მდგომს  ნიშნავს.  თუ  სუპრანაციონალიზმის  შემოღებამდე,
                  ევროპული  ქვეყნები,  საშინაო  და  საგარეო  პოლიტიკის  წარმოებისას,  მხოლოდ

                  ეროვნული          ინტერესებით          ხელმძღვანელობდნენ,            სუპრანაციონალური
                  მმართველობის  პირობებში  დაისახა  ინდივიდუალურ-ეროვნულზე  აღმატებული
                  მიზანი:  ერთიანი  ევროპა  უნდა  გადაქცეულიყო  მშვიდობის,  კეთილდღეობის  და

                  მდგრადი განვითარების სივრცედ.
                         სუპრანაციონალიზმი  სახელმწიფოთაშორისი  ურთიერთობების  უნიკალური
                  მოდელია.  სუპრანაციონალზმის  მოქმედების  პრაქტიკულ  ასპექტებს,  ნეო-
                  ფუნქციონალიზმის  თეორიის  ფაგრლებში,  ერნესტ  ჰაასი  (1958  წელი)  განმარტავს

                  ე.წ.  “გადაღვრის”  (spillover)  ეფექტის  მეშვეობით  -  ევროპის  ქვეყნებს  შორის
                  თანამშრომლობა  ერთ  სფეროში,  სტიმულს  აძლევს  ამ  თანამშრომლობის
                  „გადაღვრას“ სხვა სფეროებში. პროცესი პროგრესირებადია და საბოლოოდ ქვეყნები

                  სხვადასხვა  სფეროში  თანამშრომლობის  ერთობლივი  მართვის  პრინციპებზე,  ანუ
                  სუპრანაციონალური მართვის მოდელზე თანხმდებიან.
                         ოფიციალურ  დოკუმენტებში  ტერმინი  „სუპრანაციონალური“  პირველად
                  გამოყენებულ იქნა 1951 წლის 18 აპრილის პარიზის ხელშეკრულებაში , რომლითაც
                                                                                                2
                  ევროპის  ქვანახშირისა  და  ფოლადის  გაერთიანება  შეიქმნა.  მას  შემდეგ
                  სუპრანაციონალიზმი  გახდა  ევროპის  დემოკრატიული  რეორგანიზაციისა  და
                  მომავალი ევროკავშირის მართვის ქვაკუთხედი.
                         აუცილებელია        აღინიშნოს,      რომ    სუპრანაციონალური          მმართველობის

                  პირობებშიც კი ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მნიშვნელოვანწილად შეინარჩუნეს
                  ეროვნული  სუვერენიტეტის  ელემენტები.  ეს  ორი  კონცეფცია  -  ნაციონალიზმი  და
                  სუპრანაციონალიზმი,         მათი     ტრადიციული         განმარტებითა       და    შინაარსით,
                  ურთიერთსაწინააღმდეგოა, თუმცა ფაქტია, რომ ევროკავშირის შემთხვევაში, ამ ორი


                  2  ხელშეკრულება ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანების დაფუძნების შესახებ, პარიზი, 1951;
                  https://eur-lex.europa.eu/LexUriServ/LexUriServ.do?uri=CELEX:11951K:EN:PDF
                                                                                                             4
   1   2   3   4   5   6   7   8   9