Page 11 - The European Union Supranationalism
P. 11
მითითება, არ დაეყრდნონ ეროვნული კონსტიტუციების იმ მუხლებს, რომლებიც
შეიძლება ევროკავშირის კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაში მოდიოდნენ.
ევროკავშირის ადმინისტრირების საკითხები
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფედერალური მექანიზმი, რომელიც უნდა
გამხდარიყო მომავალი ევროკავშირის ფუძემდებლური პრინციპი, მუსხელის
აზრით, გახლდათ ევროკავშირის წევრი ქვეყნების აქტიური ჩართულობა
ევროკავშირის ერთიანი პოზიციის ფორმირებაში. მუსხელს მიაჩნდა, რომ ეს
ჩართულობა უზრუნველყოფილ უნდა ყოფილიყო ევროკავშირის წევრი ქვეყნების
აქტიური მონაწილეობით „ფედერალურ ორგანოებში“, რომელთა შექმნისა და
უფლებამოსილების საკითხებს ევროკავშირის კონსტიტუცია მოაწესრიგებდა.
ევროკავშირის წევრ ქვეყნებს აქტიური მონაწილეობა უნდა მიეღოთ ისეთ
პროცესებში, როგორიცაა ევროკავშირის კანონმდებლობის დამტკიცება, საშინაო და
საგარეო საკითხებზე ერთიანი გადაწყვეტილებების ჩამოყალიბება. მუსხელის
აზრით, ასევე ერთობლივი გადაწყვეტილებით უნდა მომხდარიყო ევროკავშირის
საკონსტიტუციო შეთანხმების გადახედვა და მასში ცვლილებების შეტანა. მიშელ
მუსხელის ეს მოსაზრებაც სრულად იქნა რეალიზებული: 1956 წლიდან ამოქმედდა
ევროკავშირის ე.წ. მთავრობათაშორისი კონფერენცია (intergovernmental conference ),
9
რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობების მონაწილეობით იმართება
და წარმოადგენს ინსტიტუციონალიზირებულ მექანიზმს ევროკავშირის
დამფუძნებელი ხელშეკრულებებში ცვლილებების შესატანად. ბოლო ასეთი
კონფერენცია 2021 წლის 9 მაისიდან 2022 წლის 9 მაისამდე გაიმართა და
ევროკავშირის განვითარების თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვანი
რეკომენდაციები მიიღო . ამასთან დაკავშირებით, მუსხელის კონსტიტუციის
10
პროექტში გამოთქმული მოსაზრება, რომ ევროკავშირის კონსტიტუციაში
(ევროკავშირის ფუძემდებლურ ხელშეკრულებებში) ცვლილებების შეტანა მხოლოდ
აბსოლუტური უმრავლესობით, ანუ კონსენსუსით უნდა მოხდეს, ასევე სრულად
იქნა გათვალისწინებული.
თავის ნაშრომში, მიშელ მუსხელმა მკაფიოდ გამოთქვა მეცნიერული
ვარაუდი, რომ წევრი ქვეყნების მიერ ევროვნული სუვერენიტეტის ნიშნების
დათმობა ევროკავშირის ფუნქციონირების მთავარი წინაღობა გახდებოდა. მისი
9 https://www.consilium.europa.eu/en/documents-publications/intergovernmental-conferences/
10 https://worldpresence.eplo.int/wp-content/flipbooks/08NewEU/mobile/index.html
11