Page 13 - The European Union Supranationalism
P. 13

ევროკავშირის სამართლებრივი მოწყობის საკითხები


                         მიშელ  მუსხელი  ცხადად  აცნობიერებდა,  რომ  სუპრანაციონალიზმისა  და

                  ნაციონალიზმის  ჭიდილი  უსათუოდ  წარმოშობდა  კონფლიქტს  ევროკავშირის
                  ინსტიტუტებსა  და  ევროკავშირის  წევრ  ქვეყნებს  შორის.  მისი  აზრით,  ამ  სახის
                  კონფლიქტები  დამოუკიდებელ  „ფედერალურ“  სასამრთლოს  უნდა  განეხილა.  ამ
                  კუთხით,  მუსხელი  შედარებას  ახდენს  ფედერალურ  და  კონფედერალურ

                  სასამართლო სისტემებს შორის და ხაზს უსვამს, რომ კონფედერაციაში ხსენებული
                  სახის  კონფლიქტების  გადაჭრა  ხდება  წევრი  ქვეყნების  მიერ  კონფედერაციის
                  გადაწყვეტილებების  ანულირებით.  ამასთან  დაკავშირებით,  მუსხელის  აზრით,
                  ევროკავშირი  უნდა  დაეყრდნოს  ფედერალურ  სასამართლო  სისტემას,  რომელშიც

                  ანულირების  აღნიშნული  მანდატი  წევრ  ქვეყნებს  არ  გააჩნიათ.  ამის  მიუხედავად,
                  მიშელ  მუსხელის  აზრით,  აბსოლუტურ  სასამართლო  ძალაუფლებას  არც
                  ევროკავშირი უნდა ფლობდეს და არ უნდა შეეძლოს, რომ წვერ ქვეყნებს მოახვიოს

                  შესაძლო კონფლიქტის ის გადაწყვეტა, რომელსაც მართებულად ჩათვლის. სწორედ
                  ამიტომ, მუსხელის აზრით, დავებზე გადაწყვეტილება უნდა მიეღო ევროკავშირის
                  დამოუკიდებელ  სასამართლოს.  კონკრეტულად,  მუსხელის  აზრით,  ევროკავშირის
                  სასამართლო უნდა იხილავდეს შესაძლო კონფლიქტს ევროპულ ქვეყნებს შორის, ამ

                  ქვეყნებსა  და  ევროკავშირის  ინსტიტუტებს  შორის,  ასევე  დავას  ევროპის  ქვეყნებსა
                  და  მის  მოქალაქეებს  შორის,  იმ  შემთხვევებში,  როდესაც  დავას  შეიძლება  გავლენა
                  ჰქონდეს ევროკავშირის დამფუძნებელ ხელშეკრულებებზე.

                         მუსხელის  ზემოთ  აღწერილი  მოსაზრებები  გასაოცარი  სიზუსტით  იქნა
                  პრაქტიკაში რეალიზებული: ამჟამად, ევროკავშირის სასამართლო (court of justice of
                  the  European  Union)  შედგება  მართლმსაჯულების  ევროპული  სასამართლოსაგან
                  (European  Court  of  Justice)  და  ე.წ.  ზოგადი  სასამართლოსაგან  (General  Court).

                  მართლმსაჯულების  ევროპული  სასამართლო  იხილავს:  დავას  ევროკავშირის
                  ინსტიტუტებს შორის (მაგალითად, თუ ევროკომისიას მიაჩნია, რომ ევროკავშირის
                  საბჭოს      რომელიმე       გადაწყვეტილება         უკანონოა);      დავას     ევროკავშირის
                  ინსტიტუტებსა  და  ევროკავშირის  წევრ  ქვეყანას/ქვეყნებს  შორის,  თუ  ამ

                  უკანასკნელებს       მიაჩნიათ,      რომ      ირღვევა      ევროკავშირის       დამფუნებელი
                  ხელშეკრულებების რომელიმე დებულება;  დავას, თუ ევროკომისია მიიჩნევს, რომ
                  ევროკავშირის  წევრი  რომელიმე  ქვეყანა  არღვევს  ევროკავშირის  კანონმდებლობას.
                  ზოგად საქმეთა სასამართლო იხილავს ევროპული კომპანიებისა და ევროკავშირის

                  მოქალაქეების  სარჩელებს  ევროკავშირის  ინსტიტუტების  წინააღმდეგ,  ასევე,
                  ევროკავშირის  წევრი  ქვეყნების  სარჩელებს  ევროკომისიისა  და  ევროპის
                                                                                                            13
   8   9   10   11   12   13   14   15   16   17   18