Page 8 - The European Union Supranationalism
P. 8
ტოტალიტარიზმის დამყარებამდე მიიყვანდა. მეორე მხრივ, „კავშირი“, მუსხელის
აზრით, ეფუძნება შემადგენელი სუბიექტების იდივიდუალიზმს, რომელსაც ეს
სუბიექტები კავშირის ფარგლებშიც ინარჩუნებენ. ამასთან, კავშირსა და მის წევრებს
შორის უნდა არსებობდეს ქმედითუნარიანი ბმა და ფუნქციონალური
ურთიერთობები. ამიტომ „კავშირი“, მუსხელისს აზრით, გამორიცხავს დომინაციას
და ფუნქციონირებს მის წევრებს შორის მჭიდრო კოლაბორაციის მეშვეობით.
ევროპული ფედერაციის მუსხელისეულ მოდელში, ფედერაციის სუბიქტები
ნებაყოფლობით ერთიანდებიან. ასევე, ფედერაციის სუბიქტები და ფედერაცია
თანხმდებიან სუვერენული კომპეტენციების გამიჯვნის გზით სასურველი ბალანსის
დამყარებაზე. საინტერესოა, რომ მუსხელის სწორედ ეს განმარტება გახდა
ევროკავშირის განვითარების იდეა, ევროკავშირის მართვის სუპრანაციონალური
მოდელის საფუძველი, რომელშიც სუვერენული კომპეტენციები სრულიად
უნიკალური მეთოდით იქნა გადანაწილებული ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და
ევროკავშირის ინსტიტუტებს შორის. ევროპის ფედერალიზაციის შესახებ მუსხელის
ხედვა გვთავაზობს ნათელ და უნიკალურ ახსნას, თუ როგორ მუშაობს
ევროკავშირის სუპრანაციონალური მოდელი. შესაბამისად, მიშელ მუსხელი
სამართლიანად შეიძლება იქნას მიჩნეული ევროკავშირის შექმნისა და
განვითარების თეორიული საფუძვლების ერთ-ერთ ავტორად.
თავის ნაშრომში, მუსხელი ხაზს უსვამს ფედერალიზმის კომპლექსურ,
მრავალ-ელემენტიან ბუნებას. იგი ფედერაციას ადარებს საათის მექანიზმს,
რომელიც ფუქნციონირებს ზუსტი, ფაქიზი და უნიკალური დეტალების
სინქრონიზირებული და შეთანხმებული მუშაობის გზით. ამ ანალოგიის
საფუძველზე, მუსხელი აღნიშნავს, რომ ევროპის ფედერალურ მოწყობაში
სხვადასხვა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ შემადგენელს შორის უნდა
დამყარდეს იმ სახის კავშირი, რომელიც განვითარების შესაძლებლობას მისცემს
როგორც თავად ერთიან ევროპას, ასევე ცალკე აღებულ თითოეულ აღნიშნულ
შემადგენელს.
მიშელ მუსხელისთვის მიუღებელი იყო ფედერალიზმის როგორც
დოგმატური ფორმულის გამოყენება. იგი წერს, რომ “როგორც მუსიკოსი იყენებს
სხვადასხვა ნოტას მელოდიის შესაქმნელად, ასევე შესაძლებელია ფედერალიზმისს
სხვადასხვა ტექნიკური ელემენტის იმგვარად გამოყენება, რომ შეიქმნას სისტემა,
რომელიც ამ სხვადასხვა ელემენტის ერთიან ბალანსში ინტეგრირების გზით,
4
შეძლებს წარმატებით ფუნქციონირებას“ .
4 “Federalism is not a rigid formula, or a pre-established balance, an already composed music. It is an art. Like a musician who uses the notes
and combines sounds to adapt his melody to the theme that inspires him, the federalist skillfully uses the various pieces of the federalist
8