Page 12 - The European Union Supranationalism
P. 12
აზრით, ევროპული გაერთიანების სამართლებრივი და ადმინისტრაციული
უფლებამოსილება ზუსტად უნდა აღეწერა ევროპის კონსტიტუციას, ხოლო ყველა
დანარჩენი უფლებამოსილება წევრი ქვეყნების კომპეტენციად უნდა დარჩენილიყო.
ამ კუთხით, მუსხელი აცნობიერებდა, რომ არსებობს ევროპის ქვეყნებისთვის
განსაკუთრებული მნიშვნელობის საშინაო და საგარეო საკითხები, რომელთა
მიმართაც ისინი ექსკლუზიური უფლებამოსილების შენარჩუნებას ისურვებდნენ.
ერთ-ერთ ასეთ საკითხად, მუსხელის კონსტიტუციიის პროექტში მითითებულია
ევროკავშირში ახალი წევრების მიღება, რომელთან დაკავშირებითაც, ავტორის
აზრით, უნდა მოქმედებდეს აბსოლუტური უმრავლესობით გადაწყვეტილების
მიღების, ანუ კონსენსუსის მექანიზმი. ასევე, საგულისხმოა, რომ კონსტიტუციის
ტექსტის ამ ნაწილში მუსხელი საუბრობს ევროკავშირის როგორც წევრი, ასევე, ე.წ.
ასოცირებული წევრი ქვეყნების თაობაზე, რომლის სტატუსი 1961 წელს,
საბერძნეთთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმებით იქნა შემოღებული - მიშელ
მუსხელის მეცნიერული შორსმჭვრეტელობა ხშირ შემთხვევაში მართლაც
განსაკუთრებულ აღიარებას იმსახურებს!
ამ საკითხშიც, მუსხელის ანალიზი ზუსტი აღმოჩნდა - დღემდე,
ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ გადაწყვეტილების ერთხმად, ანუ
კონსენსუსით მიღების წესი ვრცელდება ისეთ ცალკეულ, განსაკუთრებული
მნიშვნელობის სფეროებზე, როგორიცაა ევროკავშირის დამფუძნებელ
ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა, ევროკავშირის ერთიანი საგარეო და
უსაფრთხოების პოლიტიკა, ევროკავშირში ახალი წევრების მიღება, ევროკავშირის
საგადასახადო კანონმდებლობის ცვლილებები და ევროკავშირის ბიუჯეტი.
აღნიშნული წესის თანახმად, კენჭისყრაზე გატანილ საკითხთან დაკავშირებით
ევროკავშირის რომელიმე წევრი ქვეყნის უარყოფითი პოზიცია საკითხის
დამტკიცებას შეუძლებელს ხდის. ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ
გადაწყვეტილების ერთხმად მიღების წესი რჩება ევროკავშირის ინსტიტუტებში
შემორჩენილ ერთადერთ მექანიზმად, რომელიც ევროკავშირის წევრ თითოეულ
ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას, უარყოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც
მისი ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება და საკუთარი ეროვნული ინტერესი
11
ევროკავშირის სხვა წევრების პოზიციების გაუთვალისწინებლად დაიცვას .
11 https://worldpresence.eplo.int/wp-content/flipbooks/7Steps/mobile/index.html
12