Page 16 - The European Union Supranationalism
P. 16

თავისუფლების  უზრუნველყოფა,  ოპოზიციური  პოლიტიკური  საქმიანობის
                  უფლების და ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვა.



                               ევროკავშირის ინსტიტუტების ურთიერთქმედების საკითხი


                         მიშელ  მუსხელს  ღრმად  ჰქონდა  გააზრებული  მომაავალი  ევროკავშირის

                  ინსტიტუტების  ორგანიზაციული  და  ფუნქციონალური  ასპექტები.  მისი  აზრით,
                  ევროპის  კავშირი,  კლასიკური  ფედერაციის  მსგავსად,  უნდა  ეფუძნებოდეს
                  საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას. ამ კონტექსტში,
                  იგი  საუბრობს  მომავალი  ევროკავშირის  ოთხ  ინსტიტუტზე:  ფედერალური

                  საკანონმდებლო  ასამბლეა,  წევრი  ქვეყნების  ფედერალური  საბჭო,  ფედერაციის
                  პრეზიდენტი და ფედერალური სასამართლო.
                         მუსხელი  აღნიშნავს,  რომ  ევროპის  მომავალი  კავშირის  საკანონმდებლო

                  ორგანო,  ანუ  ევროპარლამენტი  (მუსხელი  უწოდებს  “Legislative  Assembly”)  უნდა
                  დაკომპლექტდეს  პირდაპირი  და  თავისუფალი  არჩევნების  გზით.  საინტერესოა,
                  რომ ევროპარლამენტის მანდატების განაწილების არსებული წესი, ეფუძნება მიშელ
                  მუსხელის  მიერ  ჯერ  კიდევ  1949  წელს  შემოთავაზებულ  მოდელს,  რომლის

                  მიხედვითაც,  ევროპარლამენტის  მანდატების  ქვოტები  ევროპის  ქვეყნებს  მათი
                  მოსახლეობის        რაოდენობის       მიხედვით       მიენიჭებათ       -   მუსხელის       მიერ
                  შემოთავაზებული  წესის  მიხედვით,  ერთი  მანდატი  ყოველ  ერთ  მილიონ

                  მოსახლეზე,      რათა     უზრუნველყოფილი            იყოს    ევროპარლამენტში         ევროპის
                  მოსახლეობის თანაბარი წარმომადგენლობა.
                         მუსხელმა       ასევე     ზუსტად        განჭვრიტა      მომავალი       ევროკავშირის
                  აღმასრულებელი          ხელისუფლების         სტრუქტურა.        მისი     აზრით,      ევროპის

                  აღმასრულებელი  შტო  უნდა  შედგებოდეს  წევრი  ქვეყნების  საბჭოსაგან,  რომელსაც
                  ეყოლებოდა  პრეზიდენტი  (ამჟამინდელი  ევროპული  საბჭო/ევროკავშირის  საბჭო)
                  და     ხსენებულ       საბჭოსთან      დაკავშირებული         ტექნიკური       ორგანოებისგან
                  (ამჟამინდელი ევროკომისია). მუსხელის აზრით, ევროკავშირის საბჭოს უნდა მიეღო

                  გადაწყვეტილებები,        უპირველეს       ყოვლისა,      ევროპის     საგარეო     პოლიტიკის
                  საკითხებზე,  რათა  ევროპის  ქვეყნებს  ამ  სფეროში  ჰქონოდათ  ერთიანი  და
                  შეთანხმებული პოზიცია.
                         მუსხელი  მიიჩნევდა,  რომ  მეორე  მთავარი  მიმართულება,  რომელზეც

                  გადაწყვეტილება  ხსენებულ  საბჭოს  უნდა  მიეღო,  იყო  ევროპის  თავდაცვის
                  უზრუნველყოფა.          როგორც      ვნახეთ,     მუსხელის       იდეები      სრულად        იქნა
                                                                                                            16
   11   12   13   14   15   16   17   18   19   20   21