Page 18 - The European Union Supranationalism
P. 18

ხელშეკრულების  49-ე  მუხლი  ევროკავშირის  კარს  ყველა  ევროპული  ქვეყნისთვის
                                                                                            16
                  ტოვებს  ღიად,  ხოლო  ხელშეკრულების  მომდევნო  50-ე  მუხლი   განსაზღვრავს
                  ევროკავშირის  წევრი  ქვეყნების  უფლებას,  გავიდნენ  კავშირიდან,  თუ  ამას  მათი
                  ეროვნული ინტერესები მოითხოვს („Any Member State may decide to withdraw from

                  the  Union  in  accordance  with  its  own  constitutional  requirements.“).  ევროკავშირის
                  შესახებ ხელშეკრულების სწორედ ეს მუხლი იქნა ამოქმედებული გაერთიანებული
                  სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის პროცესის დასაწყებად.



                                               ერთიანი ევროპული იდენტობა



                         უაღრესად საინეტერესოა მიშელ მუსხელის მსჯელობა ე.წ. „ერთიანი ევროპის
                  მოქალაქეობაზე“.  მისი  აზრით,  ევროკავშირის  განვითარების  პროცესში,  ევროპის
                  ქვეყნებს     შორის       კავშირები,      ურთიერთთავსებადობის             გაღრმავება      და

                  კოორდინირებული მოქმედება უსათუოდ უბიძგებს ამ ქვეყნების მოქალაქეებს, რომ
                  ეროვნული იდენტობის პარალელურად შეეძინათ „ერთიანი ევროპული იდენტობა“.
                         მუსხელის  აზრით,  დროთა  განმავლობაში  ისინი  უნდა  გამხდარიყვნენ
                  „ევროპის  მოქალაქეები“.  ამასთან,  ისინი  შეინარჩუნებდნენ  თავიანთი  ქვეყნების

                  მიმართ  სამართალვალდებულებას,  ისევე  როგორც  ყველა  უფლებასა  და
                  პრივილეგიას, რომელსაც თავიანთი ქვეყანა ანიჭებთ. მუსხელის აზრით, „ევროპის
                  მოქალაქეობა“        ევროპის       ქვეყნების       მოქალაქეებს        მიანიჭებდა        ახალ

                  პრივილეგირებულ  სტატუსს,  რაც  გარანტირებული  იქნებოდა  ევროკავშირის
                  კონსტიტუციით.
                         ამ  შემთხვევაშიც,  მუსხელის  იდეები  სრულად  იქნა  რეალიზებული!  1992
                  წელს,  მაასტრიხტის  ხელშეკრულების  ხელმოწერით,  ევროკავშირის  წევრმა

                  ქვეყნებმა შემოიღეს „ევროკავშირის მოქალაქეობა“. ევროკავშირის მოქალაქეობასთან
                  დაკავშირებული         უფლებები        და     პრივილეგიები         აისახა    ევროკავშირის
                  ფუძემდებლურ             ხელშეკრულებებში:            ხელშეკრულება            ევროკავშირის
                  ფუნქციონირების  შესახებ  (Treaty  on  the  Functioning  of  the  European  Union),

                  ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულება (Treaty on European Union) და ევროკავშირის
                  ფუნდამენტურ  უფლებათა  ქარტია  (Charter  of  Fundamental  Rights  of  the  European
                  Union).


                  16  ხელშეკრულება ევროკავშირის შესახებ, მუხლი 50
                  https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/?uri=CELEX%3A12012M%2FTXT

                                                                                                            18
   13   14   15   16   17   18   19   20   21