Page 19 - The European Union Supranationalism
P. 19
ევროკავშირის მოქალაქეების უმთავრეს უფლებებს შორის მიშელ მუსხელი
ასახელებს: ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოს (ევროპარლამენტი) არჩევნებში
მონაწილეობის უფლებას; ევროკავშირის ტერიტორიაზე თავისუფალი
გადაადგილების უფლებას, რაც გულისხმობს მათთვის ვიზებისა და სასაზღვრო
კონტროლის გაუქმებას; ევროკავშირის ტერიტორიის ნებისმიერ ნაწილში
ცხოვრების, კომერციული და პროფესიული საქმიანობის წარმოების უფლებას.
როგორც მომდევნო მოვლენებმა დაგვანახა, ევროკავშირის მოქალქეები სრულად
აღიჭურვნენ მიშელ მუსხელის მიერ შემოთავზებული განსაკუთრებული
პრივილეგიებითა და უფლებებით.
ევროკავშირის დიპლომატიური წარმომადგენლობები
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მართვასთან დაკავშირებით, მიშელ
მუსხელს მიაჩნდა, რომ ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებს უნდა ჰყოლოდათ
ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი, ავტონომიური დიპლომატიური
წარმომადგენლობები, რაც ასევე სრულად იქნა რეალიზებული - მსოფლიოს მრავალ
ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს აქვთ ე.წ.
ორმხრივი საელჩოები (bilateral embassies), რომლისგან დამოუკიდებლად
ფუნციონირებს ევროკავშირის დიპლომატიური წარმომადგენლობა, ევროკავშირის
ელჩის ხელმძღვანელობით.
მიშელ მუსხელმა ისიც კი გათვალა, რომ სხვადასხვა, მათ შორის ფინანსური
მიზეზის გამო, შესაძლოა ევროპის რომელიმე ქვეყანას მოეხდინა ზოგიერთ
კომპეტენციათა დელეგირება ევროკავშირის დიპლომატიურ წარმომადგენლობაზე,
რაც პრაქტიკაში არაერთხელ განხორციელებულა.
ეკონომიკის საკითხები, მონეტარული პოლიტიკა და ევროკავშირის ბიუჯეტი
ეკონომიკის სფერო, მიშელ მუსხელის აზრით, უნდა ემართა ეკონომიკის
ფედერალურ მინისტრს (ამჟამინდელი ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში),
ევროპის ეკონომიკურ საბჭოსთან (ევროკავშირის საბჭო) ერთად. მუსხელს მიაჩნდა,
რომ ამ ტანდემს უნდა დაერეგულირებინა ევროკავშირის შიდა ვაჭრობისა და უცხო
19