Page 20 - The European Union Supranationalism
P. 20

ქვეყნებთან  ვაჭრობის  საკითხები,  ასევე  კავშირის  წევრებს  შორის  სახმელეთო  და
                  საზღვაო/სამდინარო ტრანსპორტირება, ტელეკომუნიკაციები და მიწის მართვა.
                         საინტერესოა,  რომ  მიშელ  მუსხელს  ნავარაუდევი  აქვს  ევროკავშირის
                  ერთიანი  ფულადი  ერთეულის  შემოღება,  თუმცა  უშვებდა,  რომ  პარალელურად,

                  ევროკავშირის  ზოგიერთ  ქვეყანას  შეეძლო  ეროვნული  ფულადი  ერთეულის
                  შენარჩუნება. ამავე კონტექსტში, მუსხელი საუბრობს ევროპის ფედერალური ბანკის
                  შექმნის  აუცილებლობაზე  (ამჟამიდენლი  ევროპული  ცენტრალური  ბანკი),
                  ევროკავშირის  მონეტარული  პოლიტიკის  სამართავად  და  ევროკავშირის  ფულადი

                  ერთეულის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
                         თავის  ნაშრომში  მიშელ  მუსხელი  აღწერს  მომავალი  ევროკავშირის
                  ბიუჯეტის დამტკიცებისა და ფორმირების პროცესსაც. მისი აზრით, ევროკავშირის
                  ბიუჯეტს  ევროპარლამენტი  უნდა  ამტკიცებდეს  (მოქმედი  წესით,  ევროკავშირის

                  ბიუჯეტს  ერთობლივად  ამტკიცებს  ევროკავშირის  საბჭო  და  ევროპარლამენტი),
                  ხოლო ევროკავშირის ბიუჯეტი უნდა ფინანსდებოდეს წევრი ქვეყნების პირდაპირი
                  ფინანსური  კონტრიბუციის,  ასევე  ფედერალური  გადასახადების  მეშვეობით  -  ამ

                  საკითხშიც,  მიშელ  მუსხელის  ხედვა  სრულად  განხორციელდა  -  ევროკავშირის
                  ამჟამინდელი  ბიუჯეტი  ივსება  წევრი  ქვეყნების  პირდაპირი  ფინანსური
                  შენატანების      მეშვეობით,      ასევე     ევროკავშირში       იმპორტისა       და     საბაჟო
                  გადასახადებიდან.



                                                       ბოლოსიტყვაობა



                         წარმოშობით  ქართველი მეცნიერისა და  მკვლევარის  მიშელ  მუსხელის  1949
                  წელს  გამოქვეყნებული  ვრცელი  პუბლიკაცია  „L’Europe  face  au  fédéralisme“,

                  რომელსაც  თან  ერთვის  ევროპის  კონსტიტუციის  პროექტი  (Projet  de  constitution
                  européenne)     წარმოადგენს       სრულიად       უნიკალურ        ნაშრომს     ევროკავშირის
                  განვითარების       მკვლევარებისთვის.        წინამდებარე       კვლევის     ავტორებისთვის
                  მუსხელის პუბლიკაცია უაღრესად საყურადღებოა ვინაიდან იგი იძლევა დეტალურ

                  განმარტებებს  ევროკავშირის  სუპრანაციონალიზმის  ასახსნელად.  ამ  კუთხით,
                  მუსხლის  მიდგომა,  რომ  სუპრანაციონალური  ევროპის  ჩამოყალიბების  პროცესში
                  გამოყენებულ        იქნას    კლასიკური       ფედერაციის        ინსტიტუციონალური           და
                  სამართლებრივი  ელემენტები,  წარმოადგენს  ამჟამინდელი  ფორმით  არსებული

                  ევროკავშირის გააზრების პირდაპირ და ეფექტიან ფორმულას.


                                                                                                            20
   15   16   17   18   19   20   21