Page 15 - The European Union Supranationalism
P. 15

14
                  წელს ევროკავშირის ერთიანი კონსტიტუციის პროექტი  448 მუხლისა და ასობით
                  გვერდისაგან  შედგებოდა.  კონსტიტუციის  რატიფიკაციის  პროცესი  ისე  შეწყდა
                  ნიდერლანდებსა  და  საფრანგეთში  გამართული  რეფერენდუმების  უარყოფითი
                  შედეგების გამო, რომ ევროპის ქვეყნების მოსახლეობის ძალზე მცირე რაოდენობამ

                  მოახერხა  დოკუმენტის  გაცნობა  და  ინფორმირებული  პოზიციის  გამოხატვა
                  კონსტიტუციის რატიფიკაციასთან დაკავშირებულ რეფერენდუმებზე.
                         ზემოაღნიშნული  მაგალითი  მოწმობს,  რომ  მუსხელი  სიღრმისეულად
                  გრძნობდა  ევროპის  უნიფიკაციის  პროცესის  მგრძნობიარე  ასპექტებს  და  ზუსტად

                  წინასწარმეტყველებდა  მოსალოდნელ  საფრთხეებს.  საგულისხმოა,  რომ  2005  წლის
                  მცდელობის  შემდეგ,  ევროკავშირის  ფარგლებში  მიმიდინარე  განხილვების  დროს
                  აღარ დამდგარა ევროკავშირის კონსტიტუციის მიღების საკითხი. სანაცვლოდ, 2009
                  წელს,  ევროკავშირის  წევრმა  ქვეყნებმა  მიაღწიეს  შეთანხმებას  ლისაბონის

                  შეთანხმებაში  ევროკავშირის  ადმინისტრირების  იმ  ინოვაციათა  უმრავლესობის
                  შეტანაზე, რომელსაც 2005 წლის კონსტიტუციის პროექტი ითვალისწინებდა.



                             დემოკრატიისა და ფუნდამენტური თავისუფლებების საკითხები



                         თავის  ნაშრომში,  მიშელ  მუსხელი  გამოთქვამს  მოსაზრებას,  რომ  ევროპის
                  კონსტიტუცია  არა  მხოლოდ  უნდა  შეიცავდეს  ფუნდამენტურ  პრინციპებს,
                  რომლებზეც ევროპის მომავალი  კავშირი უნდა დაშენდეს, არამედ უნდა იძლეოდეს

                  მათი განუხრელად დაცვის გარანტიას.
                         მუსხელის  აღნიშნული  მოსაზრება  რეალიზებულია  ევროკავშირის  შესახებ
                  მოქმედი ხელშეკრულების (Treaty on EU) მეორე მუხლში, რომელიც ევროკავშირის
                  ფუნდამენტურ ღირებულებებს განმაარტავს: „The Union is founded on the values of

                  respect for human dignity, freedom, democracy, equality, the rule of law and respect for
                  human  rights,  including  the  rights  of  persons  belonging  to  minorities.  These  values  are
                  common  to  the  Member  States  in  a  society  in  which  pluralism,  non-discrimination,
                  tolerance, justice, solidarity and equality between women and men prevail.“

                         ამასთან, მიშელ მუსხელი ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირის წევრი შეიძლება
                  გახდეს  მხოლოდ  დემოკრატიული  ევროპული  ქვეყანა.  ამ  კუთხით,  მუსხელის
                  აზრით,  ევროკავშირმა  წევრი  ქვეყნებისგან  უნდა  მოითხოვოს  თავსუფალი,
                  საყოველთაო  და  ანონიმური  არჩევნების  ჩატარება,  აზრისა  და  გამოხატვის


                  14  ხელშეკრულება ევროკავშირის კონსტიტუციის დაფუძნების შესახებ, 2005
                  https://europa.eu/european-union/sites/default/files/docs/body/treaty_establishing_a_constitution_for_europe_en.pdf
                                                                                                            15
   10   11   12   13   14   15   16   17   18   19   20