Page 21 - The European Union Supranationalism
P. 21

ამასთან,  გასაოცარია,  თუ  როგორ  ღრმად  ჰქონდა  გააზრებული  მიშელ
                  მუსხელს  გაერთიანებული  ევროპის,  მომავალი  ევროკავშირის  ფუნქციონირების
                  სხვადასხვა  ტექნიკური  დეტალი.  თავის  ნაშრომში  მიშელ  მუსხელი  არა  მხოლოდ
                  ზუსტად  აღწერს  მომავალი  ევროკავშირის  ორგანიზაციულ  სტრუქტურასა  და

                  გადაწყვეტილების  მიღების  მექანიზმს,  არამედ,  პროგნოზირებს  ევროკავშირის
                  ფუნქციონირებაში  მოსალოდნელ  პრობლემებს  და  გვთავაზობს  მათი  გადაჭრის
                  გზებს.  მუსხელი  გასაოცარი  სიზუსტით  აღწერს  ევროკავშირში  კომპეტენციათა
                  გამიჯვნის  მოქმედ  წესს,  ასევე  ევროკავშირის  ინსტიტუტებსა  და  წევრ  ქვეყნებს

                  შორის უფლებამოსილების გადანაწილების არსებულ მოდელს.
                         მუსხელის  მიერ  ჯერ  კიდევ  1949  წელს  წარმოდგენილი  მეცნიერული
                  რეკომენდაციები,        გამოთქმული          ვარაუდები       და     წინასწარმეტყველებები
                  რეალიზებულ  იქნა  როგორც  ევროპის  უნიფიკაციის  პირველ  წლებში,  არამედ

                  თითქმის  ნახევარი  საუკუნის  შემდგომ  ევროკავშირში.  მუსხელის  ხსენებული
                  მოსაზრებები აქტუალურია დღესაც და ეხმიანება ევროკავშირის განვითარებასთან
                  დაკავშირებულ, ამჟამად მიმდინარე საერთო-ევროპულ განხილვებს.
















































                                                                                                            21
   16   17   18   19   20   21