Page 17 - The European Union Supranationalism
P. 17

რეალიზებული 1993 წელს, როდესაც მაასტრიხტის ხელშეკრულების ხელმოწერით,
                  ევროკავშირის  წევრმა  ქვეყნებმა  ევროკავშირის  საგარეო  და  უსაფრთხოების
                  პოლიტიკის შექმნას დაუჭირეს მხარი.
                         ამავე  კონტექსტში,  მუსხელი  საუბრობს  ე.წ.  ფედერალური  ტექნიკური

                  ოფისების შექმნის აუცილებლობაზე, რომლებსაც უნდა ემართათ ატომის ენერგიის,
                  ქვანახშირის,  ფოლადის  და  ენერეგეტიკის  საკითხები  -  მუსხელის  მიერ
                  შემოთავაზებული  ფუნქციით,  1951  წელს  შეიქმნა  ევროპის  ქვანახშირისა  და
                  ფოლადის გაერთიანების აღმასრულებელი ორგანო, ე.წ. „High Authority“, რომელიც

                  1967 წელს შეერწყა 1958 წელს დაარსებულ ევროკომისიას.
                         საინტერესოა  მუსხელის  მოსაზრება,  რომ  „ფედერალური  ოფისების“
                  თანამშრომლებს  უნდა  ესარგებლათ  ფედერალური  მოხელის  სტატუსით  და  არ
                  უნდა  ყოფილიყვნენ  ანგარიშვალდებული  იმ  ქვეყნების  მთავრობების  წინაშე,

                  რომლის  მოქალაქეობასაც  ფლობდნენ.  მუსხელის  ეს  მოსაზრებაც  ზედმიწევნით
                  აისახა  ევროპის  ქვანახშირისა  და  ფოლადის  გაერთიანების  დამფუძნებელი
                  ხელშეკრულების  ტექსტში,  რომელშიც  ხაზგასმულია,  რომ  „აღმასრულებელი

                  ორგანოს/„High  Authority“-ის  წევრები  არიან  სრულიად  დამოუკიდებელი  და
                  წარმოადგენენ  მხოლოდ  თანამეგობრობის  საერთო  ინტერესს,  რომ  თავიანთი
                  უფლებამოსილების  განხორციელებისას,  ისინი არ  იმოქმედებენ  თავიანთი ქვეყნის
                  მთავრობების მითითებებით, რომ მათ არ უნდა განახორციელონ ქმედება, რომელიც

                  შეუთავსებელია მათი საქმიანობის სუპრანაციონალურ ხასიათთან.“
                                                                                            15
                         ევროკომისია  დღემდე  აგრძელებს  ფუნქციონირებას  მიშელ  მუსხელის
                  მოსაზრებების შესაბამისად!



                           ევროკავშირის წევრობისა და ევროკავშირიდან გასვლის საკითხები



                         საინტერესოა მიშელ მუსხელის მოსაზრება, რომ ევროპის ქვეყნებს შეუძლიათ
                  გახდნენ ევროკავშირის წევრები, თუმცა, მათ არ უნდა ჰქონდეთ უფლება, დატოვონ
                  ევროკავშირი.

                         მუსხელის  მიერ  გამოთქმული  ეს  პოზიცია  შენარჩუნებული  იყო  2009
                  წლამდე, კერძოდ, ლისაბონის ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე - ევროკავშირის
                  შესახებ  შეთანხმების  (TEU)  მოდიფიცირებულ  რედაქციაში,  ევროკავშირის  შესახებ

                  15  “The members of the High Authority shall, in the general interest of the Community, be completely independent in the performance of
                  their duties. In the performance of these duties, they shall neither seek nor take instructions from any Government or from any other body.
                  They shall refrain from any action incompatible with the supranational character of their duties.”; TREATY ESTABLISHING THE EUROPEAN
                  COAL AND STEEL COMMUNITY, PARIS, 18 APRIL 1951
                                                                                                            17
   12   13   14   15   16   17   18   19   20   21