Page 77 - SEVEN STEPS for COMPREHENDING the EUROPEAN UNION
P. 77
76 / შვიდი ნაბიჯი ევროკავშირის გასააზრებლად
ევროპული სამეზობლო პოლიტიკის შესახებ პირველი
43
42
დოკუმენტები ევროკომისიამ 2003 წლის მარტსა და ივლისში
წარმოადგინა. მათში, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან
ერთად, განსაზღვრული იყო მომავალი სამეზობლო პოლიტიკის
მოქმედების გეოგრაფიული არეალი. ამ პოლიტიკამ, ევროპული
ქვეყნების გარდა, მოიცვა ხმელთაშუა ზღვის არაევროპული
ქვეყნებიც: ალჟირი, ეგვიპტე, ისრაელი, იორდანია, ლიბანი,
ლიბია, მაროკო, ტუნისი და პალესტინის სახელმწიფო.
განმარტება: 2003 წლის ხსენებულ დოკუმენტებში, სამხ-
რეთ კავკასიის ქვეყნები - საქართველო, აზერბაიჯანი
და სომხეთი ნახსენები არ არის. 2004 წლის 12 მაისის
ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სტრატეგიულ დოკუ-
მენტში ევროკომისიამ წარმოადგინა ამ ქვეყნების ევრო-
44
პულ სამეზობლო პოლიტიკაში ჩართვის რეკომენდაცია,
რის შემდეგაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება მათზე
ევროპული სამეზობლო პოლიტიკის გავრცელების შესახებ.
ასევე საგულისხმოა, რომ ევროკომისიის ზემოხსენებულ
დოკუმენტებში აღინიშნა: „ევროკავშირი ხაზს უსვამს, რომ
სამეზობლო პოლიტიკაში ჩართულ ქვეყნებს ევროკავშირი
სთავაზობს ურთიერთობების განმტკიცების ისეთ საშუალებებს,
რომლებიც განსხვავებულია იმ შესაძლებლობებისაგან, რომ-
ლებსაც ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე თავი
45
ითვალისწინებს“ .
42 ევროკომისიის კომუნიკაცია ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტის
მიმართ: ფართო ევროპა- სამეზობლო: აღმოსავლეთით და სამხრეთით ახალ
მეზობლებთან ურთიერთობების ახალი ჩარჩო
https://eur-lex.europa.eu/LexUriServ/LexUriServ.do?uri=COM:2003:0104:FIN:EN:PDF
43 ევროკომისიის კომუნიკაცია: ახალი სამეზობლო ინსტრუმენტისთვის გზის
გაკვალვა https://ec.europa.eu/regional_policy/sources/docoffic/official/communic/
wider/wider_en.pdf
ევროკომისიის კომუნიკაცია: ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სტრატეგიული
44
დოკუმენტი
https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/ALL/?uri=celex:52004DC0373
45 „The EU has emphasized that it offers a means to reinforce relations between the EU
and partner countries, which is distinct from the possibilities available to European
countries under Article 49 of the Treaty on European Union” - Communication from
the Commission; European Neighbourhood Policy; Strategy Paper; Brussels, 12.5.2004
COM(2004) 373 final.