Page 78 - SEVEN STEPS for COMPREHENDING the EUROPEAN UNION
P. 78

77



                აღმოსავლეთ პარტნიორობის  შესახებ დოკუმენტი ევრო-
            კომისიამ 2008 წლის 3 დეკემბერს გამოაქვეყნა. იგი 2009 წლის
            19 მარტს ევროპული საბჭოს სხდომაზე დამტკიცდა. 2014 წელს,
            აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, ევროკავშირსა და
            პარტნიორ ქვეყნებს - საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას
            შორის გაფორმდა  ორმხრივი  ასოცირების  შეთანხმებები,
            ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ჩათვლით
            (Association Agreements and Deep and Comprehensive Free Trade
            Areas - AA/DCFTAs). შეთანხმებები, რომლებმაც მხარეებს შორის
            ურთიერთობები რეალურად აიყვანეს თვისობრივად ახალ დონეზე,
            ითვალისწინებენ პოლიტიკურ ასოცირებასა და ეკონომიკურ
            ინტეგრაციას (Political association and economic integration). თუმცა
            აღნიშნული ასოცირების შეთანხმებები, დასავლეთ ბალკანეთის
            ქვეყნებთან გაფორმებული სტაბილიზაციისა და ასოცირების
            შეთანხმებებისგან განსხვავებით, ევროკავშირში გაწევრიანების
            პერსპექტივას არ სახავენ.

                განმარტება:  საქართველო-ევროკავშირის  ასოცირების
                შეთანხმების პრეამბულაში ევროკავშირი საქართველოს
                ევროპულობაზე, შეიძლება ითქვას, ფრთხილ გეოგრაფიულ
                მინიშნებას აკეთებს და მას აღმოსავლეთ ევროპის ქვე-
                ყანად აღიარებს („Recognizing that Georgia, an Eastern
                                 46
                European country...“) .
                    საგულისხმოა, რომ „ევროპული სახელმწიფოს“ განმარ-
                ტება დღემდე არ არის უნიფიცირებული. მიეკუთვნებიან თუ
                არა ცალკეული ქვეყნები „ევროპულ სახელმწიფოთა“ ჯგუფს,
                კონკრეტული საერთაშორისო ინიციატივები (მაგალითად,
                ასოცირებისა და სტაბილიზაციის პროცესი დასავლეთ
                ბალკანეთისათვის), ან მრავალმხრივი ფორმატები (ევრო-
                საბჭოს წევრობა) განსაზღვარვენ. მაგალითად, თურქეთი,
                მრავალი პარამეტრით (ისტორია, გეოგრაფია), არცთუ
                ცალსახად  „ევროპული“  ქვეყანაა,  თუმცა, 1999  წლიდან
                ევროკავშირის წევრობის კანდიდატია, ხოლო 2005 წლიდან
                ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში მყოფი ქვეყანაა.

            46   ასოცირების შეთანხმება, ერთი მხრივ, ევროკავშირს, ევროპის ატომური
              ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ ქვეყნებს, ხოლო მეორე მხრივ
              საქართველოს შორის https://eur-lex.europa.eu/legal-content/en/TXT/
              PDF/?uri=CELEX:22014A0830(02)
   73   74   75   76   77   78   79   80   81   82   83