Page 72 - SEVEN STEPS for COMPREHENDING the EUROPEAN UNION
P. 72

71



            საკითხი არ იდგა, ვფიქრობთ, საკმარისი არგუმენტები იქნა
            მოყვანილი.  თუმცა,  ევროკავშირის სკეპტიციზმის პოლიტიკურ
            კონტექტს კიდევ უფრო ცხადად აღწერს მომდევნო თავი,
            რომელიც  ევროკავშირის  პოლიტიკას  ეხება  მისი  ახალი
            სამეზობლოს მიმართ, 2004 წლის დიდი გაფართოების შემდეგ.

                ევროკავშირის შემდგომი გაფართოების სამართლებრივი და
            პოლიტიკური  წინაპირობების  არარსებობის  პირობებში, ევრო-
            კავშირის 2022 წლის „მოულოდნელ“ გაფართოებას ერთადერთი
            ახსნა აქვს - რუსეთის მიერ უკრაინისთვის თავსმოხვეული
            ომის საპასუხოდ, ევროკავშირი იძულებული გახდა, გადაეხედა
            სამხრეთ-აღმოსავლეთ სამეზობლოს მიმართ თავისი პოლიტი-
            კისათვის და ე.წ. არაკონვენციური გადაწყვეტილებები მიეღო.
                შედეგად,  უკრაინამ,  ასევე  მოლდოვამ  და  საქართველომ
            ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური განაცხადი, შესა-
            ბამისად, 2022 წლის  თებერვალში და მარტში  შეიტანეს. 2022
            წლის 23 ივნისს, ევროკომისიის რეკომენდაციის საფუძველზე,
            უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი
            ქვეყნის სტატუსი, ხოლო საქართველომ ევროკავშირის წევრობის
            პოტენციური კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღეს. 2024 წლის
            ივნისში ევროკავშირმა გაწვერიანების მოლაპარაკებები დაიწყო
            უკრაინასა და მოლდოვასთან, ხოლო საქართველო 2023 წელს
            ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გახდა.

                აღვნიშნოთ ისიც, რომ, თუ ევროკავშირის შესახებ ხელ-
            შეკრულების 49-ე მუხლი ევროკავშირის კარს ყველა ევროპული
            ქვეყნისთვის   ტოვებს   ღიად,   ხელშეკრულების    მომდევნო
                       36
            50-ე მუხლი  (ცვლილება  დამტკიცდა  2009 წელს, ლისაბონის
            ხელშეკრულების ძალაში შესვლით. ამ ხელშეკრულებაში ეს
            ჩანაწერი 49A მუხლშია მოცემული.) განსაზღვრავს ევროკავშირის
            წევრი ქვეყნების უფლებას, გავიდნენ კავშირიდან, თუ ამას მათი
            ეროვნული ინტერესები მოითხოვს („Any Member State may decide
            to withdraw from the Union in accordance with its own constitutional
            requirements.“). ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების სწორედ
            ეს მუხლი იქნა ამოქმედებული გაერთიანებული სამეფოს
            ევროკავშირიდან გასვლის პროცესის დასაწყებად.
            36   ხელშეკრულება ევროკავშირის შესახებ, მუხლი 50
              https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/?uri=CELEX%3A12012M%2FTXT
   67   68   69   70   71   72   73   74   75   76   77