Page 82 - SEVEN STEPS for COMPREHENDING the EUROPEAN UNION
P. 82
81
მეშვეობით, რომელთაც მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩო
49
ეწოდებათ (multiannual financial frameworks - MFF ).
ევროკავშირის მიმდინარე მრავალწლიანი ფინანსური
ჩარჩო წარმოადგენს ევროკავშირის 2021-2027 წლების ბიუჯეტს.
ევროკავშირის საგარეო დახმარება ამ ბიუჯეტის შემადგენელი
ნაწილია, კერძოდ, იგი წარმოადგენს ექვსნაწილიანი ბიუჯეტის
ერთ-ერთ ნაწილს - „სამეზობლო და მსოფლიო“ (“Neighborhood
and the World”). თავად ეს ნაწილი შედგება ორი ქვე-ნაწილისაგან:
„საგარეო ქმედება“ (External Action) და „გაწევრიანებისათვის
თანამშრომლობა“ (Pre-Accession Assistance). „საგარეო ქმედე-
ბის“ ქვენაწილში შედის სამეზობლოს, განვითარებისა და
საერთაშორისო თანამშრომლობის ფინანსური ინსტრუმენტი -
NDICI (Neighbourhood, Development and International Cooperation
Instrument - Global Europe), როლმის მეშვეობით, მათ შორის,
ფინანსდება, მაგალითად, საქართველოს ევროკავშირის სხვა-
დასხვა ფინანსური და ტექნიკური დახმარება.
აღნიშნული დახმარება საქართველოს მიეწოდება ამ ქვეყ-
ნისთვის შექმნილი მრვალწლიანი ეროვნული პროგრამის (Multi-
annual National Indicative Programs) მეშვეობით. თავის მხრივ,
მრვალწლიანი ეროვნული პროგრამა ორმხრივი პროგრამებისა
და ე.წ. „ლიდერი პროექტების“ (flagship projects) საშუალებით
აწვდის ევროკავშირის დახმარებას საქართველოს სხავარასხვა
დარგებს. ეს საკითხი, ამ თავში უფრო დეტალურად იქნება
განხილული.
ქვემოთ წარმოდგენილია ევროკავშირის ბიუჯეტის სქემა-
ტური ჩაშლა, აქცენტით საგარეო დახმარების მე-6 თავზე. სქემა
დაგვეხმარება შემდგომში აღწერილი ევროკავშირის საგარეო
დახმარების უკეთ აღსაქმელად.
49 https://www.consilium.europa.eu/en/policies/eu-long-term-budget/