Page 76 - SEVEN STEPS for COMPREHENDING the EUROPEAN UNION
P. 76

75




                განმარტება: შეთანხმებების ტექსტებში  მითითებულია,
                რომ „ევროკავშირი ითვალისწინებს ხელმომწერი ქვეყნის
                სტატუსს - ევროკავშირის პოტენციური კანდიდატი“,
                რომელიც წინა თავში იქნა განმარტებული და დეტალურად
                მიმოხილული.  ხორვატიაც,  რომელიც  ევროკავშირის  წევრი
                2013 წელს გახდა, სწორედ ევროკავშირთან დადებულმა
                სტაბილიზაციისა და ასოცირების შეთანხმებამ მოამზადა
                                        41
                ამ კავშირის წევრობისთვის .
            აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა და
            მისი შექმნის წინაპირობები

            აღმოსავლეთ პარტნიორობა (Eastern Partnership - EaP) 2008
            წელს პოლონეთისა და შვედეთის მიერ ერთობლივად იქნა
            ინიცირებული. იგი მიმართულია ევროკავშირის ურთიერთობების
            გაღრმავებაზე ევროკავშირის აღმოსავლეთით მდებარე მეზობ-
            ლებთან: საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, აზერბაიჯანი, სომ-
            ხეთი, ბელარუსი.

                აღმოსავლეთ პარტნიორობა, რომელიც ინიცირებულ იქნა
            და განვითარდა ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში,
            2009 წლიდან წარმოადგენს ევროპული სამეზობლო პოლიტიკის
            (ENP - European Neighborhood Policy) აღმოსავლეთ განზომილებას.

                თავად ევროპული სამეზობლო პოლიტიკა კი ევროკავშირის
            მიერ შეიქმნა იმ მიზნით, რომ ევროკავშირის 2004-2007 წლების
            მასშტაბური გაფართოების შემდეგ, ევროკავშირს ახალ მეზობელ
            ქვეყნებთან უფრო ღრმა და ყოვლისმომცველი ურთიერთობები
            დაემყარებინა.









               ევროკომისია, „სტაბილიზაციისა და ასოცირების შეთანხმება ხორვატიასთან
            41
              დღეს შედის ძალაში“, 2005
              https://ec.europa.eu/commission/presscorner/detail/en/IP_05_122
   71   72   73   74   75   76   77   78   79   80   81