Page 80 - SEVEN STEPS for COMPREHENDING the EUROPEAN UNION
P. 80

79



                სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ აღმოსავლეთ
            პარტნიორობას და მის ფარგლებში ინიცირებულ ასოცირებულ
            შეთანხმებებს, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭ-
                             47
            რობის ჩათვლით,  იმ სახის შეზღუდვა გააჩნიათ, რომელიც
            გარკვეულწილად ეწინააღმდეგება ასოცირებული ქვეყნების
            ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ ამბიციებს.
                როგორც ზემოთ ვნახეთ, აღნიშნული თაობის ასოცირების
                          48
            შეთანხმებების  მთავარი „ხარვეზი“ იმაში მდგომარეობს,
            რომ ისინი არ სახავენ მონაწილე ქვეყნების ევროკავშირში
            გაწევრიანების პროცესში ჩართვის პერსპექტივას. ეს უკა-
            ნაკსკნელი  კი  იმის  შედეგია,  რომ  ევროპული  სამეზობლო
            პოლიტიკა, რომლის ფარგლებშიც მოხდა აღმოსავლეთ პარტნი-
            ორობის ინიცირება, ამ პოლიტიკის შექმნის იდეა, მისია და
            ამოცანები, დისტანცირებულია ევროკავშირის გააფართოების
            პოლიტიკისა და ამ პოლიტიკის მიზნებისაგან.

                აღნიშნული შეზღუდვა ექსპერტული წრეების ყურადღების
            მიღმა არ დარჩენილა, არც საქართველოში და არც მის ფარგლებს
            გარეთ. აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის წარმატების
            მიუხედავად, რაც ასოცირების შეთანხმებების განხორციელების
            გზით მიღწეულ ხელშესახებ შედეგებში გამოიხატება, ექსპერტები
            აღიარებენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის
            გარეშე,  ასოცირებული  ქვეყნები  მოკლებულნი  იყვნენ  თავისი
            ევროპული ამბიციების რეალიზების შესაძლებლობას.
                ამ გამოწვევის საპასუხოდ, შემოთავაზებული იყო სხვადასხვა
            მოსაზრება, მათ შორის, რომ ევროკავშირსა და აღმოსავლეთ
            პარტნიორობის  სამ  ქვეყანას  შორის  შექმნილიყო  ევროპის
            ეკონომიკური სივრცე (European Economic Area), ევროკავშირსა და
            47   საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმება;
              https://eur-lex.europa.eu/legal-content/en/TXT/PDF/?uri=CELEX:22014A0830(02)
            48   2004-2007 წლებში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის  12 ქვეყნის
              ევროკავშირში გასაწევრიანებლად, მათთან გაფორმდა ე.წ. ასოცირების შეთან-
              ხმებები, რომლებსაც ევროპის შეთანხმებებიც (Europe Agreement) ეწოდათ.
              ტერმინი  „ასოცირება“  გამოყენებულია  დასავლეთ  ბალკანეთის  ქვეყნებთან
              დადებულ ასოცირებისა და სტაბილიზაციის შეთანხმებების სახელწოდებებში,
              ისევე როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამ ქვეყანასთან გაფორმებულ
              ასოცირებულ შეთანხმებებში ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის
              ჩათვლით.  ამდენად, მიიჩნევა,  რომ აღმოსავლეთ  პარტნიორობის  ფარგლებში
              შემუშავებული შეთანხმებები მესამე თაობის ასოცირების შეთანხმებებია.
   75   76   77   78   79   80   81   82   83   84   85