Page 81 - SEVEN STEPS for COMPREHENDING the EUROPEAN UNION
P. 81

80  /  შვიდი ნაბიჯი ევროკავშირის გასააზრებლად



               ისლანდიას, ლიხტენშტეინსა და ნორვეგიას შორის არსებული
               ეკონომიკური სივრცის შესახებ შეთანხმების ანალოგიით,
               რასაც ახლო და საშუალოვადიანი პერსპექტივით შეიძლება
               ჩაენაცვლებინა ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა; ან,
               რომ მომხდარიყო აღმოსავლეთ პარტნიორობის  ინიციატი-
               ვის გაძლიერება,  ასოცირებული ქვეყნების ევროპული ამბი-
               ციების  დაკმაყოფილების    მიზნით   ახალი   ინიციატივების
               შესათავაზებლად;  ან,  რომ  ფოკუსი  მიმართული  ყოფილიყო
               ასოცირების  შეთანხმების  დებულებებით  გათვალისწინებულ
               რეფორმების განხორციელებისკენ და ევროკავშირში გაწევ-
               რიანების პერსპექტივის თემა დროებით გვერდზე გადადებულიყო
               და სხვა.
                   ამ ფონზე, ხსენებული ქვეყნებისთვის ევროკავშირში გაწე-
               ვრიანების პერსპექტივის, შემდგომ კი კანდიდატის სტატუსის
               მინიჭებამ, ხოლო უკრაინისა და მოლდოვას შემთხვევაში,
               ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებამ
               ზემოხსენებული  მიდგომები  ფუნდამენტურად  შეცვალა.  2022
               წელს ევროკავშირის გაფართოების „მოულოდნელი“ ტალღის
               დაწყებამ სამი ასოცირებული ქვეყანა ერთიანი ევროპის
               პროექტში ჩართო. ევროკავშირის ამ ნაბიჯებმა საბოლოოდ
               გადაჭრა ასოცრებული ქვეყნების ე.წ. „ევროპული იდენტობის“
               საკითხი და მკაფიო პასუხი გასცა კითხვას: არაინ თუ არა უკრაინა,
               მოლდოვა და საქართველო ერთიანი ევროპის ნაწილი.

               ევროკავშირის ფინანსური და ტექნიკური დახმარება


               ევროკავშირის  ბიუჯეტით  ფინანსდება ევროკავშირის ყველა
               საერთაშორისო  პროგრამა  და  აქტივობა  მრავალი  დარგობრივი
               მიმართულებითა და ევროკავშირის მიერ წარმოებული სხვადასხვა
               პოლიტიკის ფარგლებში. ევროკავშირის ხანგრძლივი-დროითი
               პრიორიტეტების    შესაბამისად,   დაფინანსება   მიემართება
               სოფლის მეორნეობისა და რეგიონულ პოლიტიკის, სამეცნიერო
               კვლევისა და კოსმოსის ათვისების, საგარეო დახმარებისა და
               სხვა სექტორებიკენ. 1988 წლიდან, ევროკავშირის საგარეო
               დაფინანსება მიემართება  ე.წ. მრავალწლიანი  ბიუჯეტების
   76   77   78   79   80   81   82   83   84   85   86