Page 75 - SEVEN STEPS for COMPREHENDING the EUROPEAN UNION
P. 75
74 / შვიდი ნაბიჯი ევროკავშირის გასააზრებლად
სტაბილიზაციისა და ასოცირების პროცესი დასავლეთ
ბალკანეთისათვის
დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის შექმნილი „სტაბი-
ლიზაციისა და ასოცირების პროცესი“ ინიცირებულ იქნა 1999
წელს და საბოლოო სახით 2003 წელს ჩამოყალიბდა. იგი სამ
ძირითად მიზანს ემსახურება:
- დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში სტაბილურობის
უზრუნველყოფა;
- დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს შორის რეგიონული
თანამშრომლობის განვითარება;
- დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში
38
გაწევრიანება .
ეს მიზნები ცხადად იქნა ჩამოყალიბებული 2003 წელს
თესალონიკში, ევროკავშირი-დასავლეთ ბალკანეთის სამიტზე ,
39
რომლის დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ „ევროკავშირი
ადასტურებს თავის შეუქცევად მხარდაჭერას დასავლეთ
ბალკანეთის ქვეყნების ევროპული პერსპექტივის მიმართ“, რომ
„ბალკანეთის მომავალი ევროკავშირშია“ და რომ „სამომავლო
დიდი გამოწვევა ამ ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაცია და
ევროკავშირის საბოლოო წევრობაა“.
აღნიშნული მიზნების შესასრულებლად, უპირველეს
ყოვლისა, კი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში
გასაწევრიანებლად, ევროკავშირმა ხსენებულ ქვეყნებთან
გააფორმა ე.წ. სტაბილიზაციისა და ასოცირების შეთანხმებები
(Stabilisation and Association Agreements), რომელთა დებულებები
ამ ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის
შესახებ ცალსახა ტექსტს შეიცავს (იხ. ევროკავშირსა და
მონტენეგროს შორის გაფორმებული სტაბილიზაციისა და
ასოცირების შეთანხმების ტექსტი ).
40
38 ევროკომისია, სტაბილიზაციისა და ასოცირების პროცესი
https://ec.europa.eu/neighbourhood-enlargement/policy/glossary/terms/sap_en
39 ევროკავშირი-დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების სამიტი, 21 ივნისი, 2003 წელი
https://ec.europa.eu/commission/presscorner/detail/en/PRES_03_163
ერთი მხრივ, ევროგაერთიანებებსა და მის წევრებს შორის, ხოლო მეორე მხრივ,
40
მონტენეგროს შორის სტაბილიზაციისა და ასოცირების შეთანხმება
https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/?uri=celex%3A22010A0429%2801%29