Page 73 - SEVEN STEPS for COMPREHENDING the EUROPEAN UNION
P. 73

72  /  შვიდი ნაბიჯი ევროკავშირის გასააზრებლად








               ევროკავშირის ურთიერთობები თავის ევროპულ
               ევროკავშირის ურთიერთობები თავის ევროპულ
               სამეზობლოსთან 2004-20072004-2007 წლების დიდი  წლების დიდი
               სამეზობლოსთან
               გაფართოების შემდეგ
               გაფართოების შემდეგ
               გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს, საბჭოთა კავშირის
               დაშლისა და სოციალისტური ბლოკის რღვევის შემდეგ,
               ევროკავშირმა, რომელიც იმ დროს თხუთმეტ წევრ ქვეყანას
               აერთიანებდა, დაიწყო ახალ დამოუკიდებელ და ყოფილ
               სოციალისტურ სახელმწიფოებთან ფორმალური ურთიერთო-
               ბების დამყარება. ზემოხსენებული პროცესების შედეგად,
               ევროკავშირის   სამეზობლოში    სამი   ევროპული    რეგიონი
               გამოიკვეთა: ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა, დასავლეთ
               ბალკანეთი და ევროკავშირის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდე-
               ბარე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები.

                   2004-2007 წლებში დასრულდა ცენტრალური და აღმოსავლეთ
               ევროპის 12 ახალი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება.
               ამ პროცესს ევროკავშირის დიდი გაფართოება ეწოდა და
               შედეგად, კავშირის წევრთა რაოდენობა 27-მდე გაიზარდა (2013
               წელს ევროკავშირს შეუერთდა ხორვატია, ხოლო 2020 წელს
               კავშირიდან გაერთიანებული სამეფო გავიდა და ამჟამად,
               ევროკავშირში კვლავ 27 წევრი სახელმწიფოა). ხსენებული
               მასშტაბური გაფართოების შემდეგ, ევროკავშირმა დასავლეთ
               ბალკანეთისა და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიმართ
               დაიწყო ახალი მიდგომების შემუშავება და შესაბამისად,
               ორმხრივი შეთანხმებების გაფორმება.
                   საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ევროგაერ-
               თიანებამ 1992 წელს აღიარა. თავდაპირველად თანამშრომლობა,
               ძირითადად, საქართველოსთვის ჰუმანიტარული და ტექნიკური
               დახმარებებით შემოიფარგლებოდა. 1996 წლის 22 აპრილს
               ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებმა,
               ასევე ევროკომისიისა და საქართველოს პრეზიდენტებმა ხელი
               მოაწერეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის პირველ
   68   69   70   71   72   73   74   75   76   77   78