Page 74 - SEVEN STEPS for COMPREHENDING the EUROPEAN UNION
P. 74

73



            ყოვლისმომცველ  შეთანხმებას,  რომელსაც  პარტნიორობისა
                                                      37
            და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება  ეწოდა (PCA -
            Partnership and Cooperation Agreement). იგი ძალაში 1999 წელს
            შევიდა.   შეთანხმება   ითვალისწინებდა    მხარეებს   შორის
            თანამშრომლობას პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხების
            ფართო სპექტრის ირგვლივ. ამ შეთანხმების განხორციელებისა
            და მონიტორინგის მიზნით, ჩამოყალიბდა საქართველო-
            ევროკავშირის პირველი ერთობლივი ინსტიტუტები: თანამშრომ-
            ლობის საბჭო, თანამშრომლობის კომიტეტი და საპარლამენტო
            თანამრომლობის კომიტეტი.

                ზემოხსენებული დიდი გაფართოების შემდეგ, თავისი ევრო-
            პული სამეზობლოს ორი რეგიონისთვის - დასავლეთ ბალკანეთი
            და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები ევროკავშირის სამხრეთ-
            აღმოსავლეთით, ევროკავშირმა ორი განსხვავებული პოლიტიკა
            შეიმუშავა:
                -   ე.წ. სტაბილიზაციისა და ასოცირების პროცესი (Stabiliza-
                    tion and association process) დასავლეთ ბალკანეთის
                    ქვეყნებისთვის: სერბეთი, ალბანეთი, მონტენეგრო,
                    ჩრდილოეთ  მაკედონია,  ბოსნია-ჰერცეგოვინა  და  კო-
                    სოვო.
                -   ე.წ. აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა (Eastern
                    Partnership Initiative) ევროკავშირის აღმოსავლეთით
                    მყოფი ქვეყნებისთვის: საქართველო, უკრაინა, მოლ-
                    დოვა, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი.
                ამ ორი პოლიტიკის შედარებითი ანალიზი იძლევა შესაძ-
            ლებლობას, გააზრებულ იქნას ევროკავშირის მიდგომები მისი
            მეზობელი რეგიონების მიმართ, ასევე გამოიკვეთოს აღმოსავლეთ
            პარტნიორობის ინიციატივის მონაწილე ასოცირებული ქვეყნე-
            ბის, მათ შორის საქართველოს იმჟამინდელი „მდებარეობა“
            ევროკავშირში გაწევრიანების ტრაექტორიაზე, და ასევე ხა-ზი
            გაესვას იმ ფაქტორებს, რომელთა გამოც, წინა თავში ევროკავ-
            შირის 2022 წლის გაფართოებას „მოულოდნელი“ ვუწოდეთ.

            37
              ევროპული და  ევროატლანტიკური  ინტეგრაცია;  ოფიციალური  დოკუმენტები;
              შეთანხმებები; PCA
              https://mfa.gov.ge/
   69   70   71   72   73   74   75   76   77   78   79