Page 79 - SEVEN STEPS for COMPREHENDING the EUROPEAN UNION
P. 79

78  /  შვიდი ნაბიჯი ევროკავშირის გასააზრებლად



                   მეორე მხრივ, მაგალითად, გაერთიანებული სამეფო (UK)
                   ევროკავშირიდან 2020 წელს გავიდა, თუმცა გაერთიანებული
                   სამეფოს „ევროპელობას“ არავინ აყენებს კითხვის ნიშ-
                   ნის ქვეშ, მისი ისტორიის, გეოგრაფიული მდებარეობის,
                   ასევე, ევროპის საბჭოს წევრობის გამო. ეს უკანასკნელი
                   ფაქტორი - ევროპის საბჭოს წევრობა, სავარაუდოდ, ყველაზე
                   სამართლიან  და სამართლებრივ  პასუხს სცემს,  რომელი
                   ქვეყნები მიეკუთვნებიან „ევროპულ სახელმწიფოებს“ -
                   თავად ორგანიზაციაც განმარტავს, რომ იგი შექმნილია
                   „ევროპაში“  ადამიანის  უფლებების,  დემოკრატიისა  და
                   კანონის უზენაესობის დაცვის მიზნით.

                   2016  წლის 1 ივლისს,  საქართველო-ევროკავშირის ასოცი-
               რების შეთანხმება ძალაში შევიდა. 2017  წლის  28 მარტიდან
               საქართველოს მოქალაქეები  ე.წ. შენგენის ზონის ქვეყნებში
               უვიზოდ მგზავრობენ. 

                   აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივამ უპრეცედენტო
               შესაძლებლობები გაუხსნა იმ ქვეყნებს, რომლებმაც განვი-
               თარების ევროპული გზა აირჩიეს: საქართველოს, უკრაინისა
               და მოლდოვის მოქალაქეები უვიზოდ მგზავრობენ შენგენის
               ზონის   ქვეყნებშიევროკავშირთან    თავისუფალი    ვაჭრობის
               შედეგად, ევროკავშირი გახდა ამ ქვეყნების უმთავრესი
               სავაჭრო პარტნიორი; ქართველი, უკრაინელი და მოლდოველი
               ახალგაზრდები    მონაწილეობენ    ევროკავშირის   სასწავლო-
               საგანმანათლებლო პროექტებში; ევროკავშირი მნიშვნელოვან
               ფინანსურ  ინვესტიციებს ახორციელებს აღმოსავლეთ  ევროპის
               მასშტაბურ ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებში და ა.შ.

               აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის დამახასიათებელი
               შეზღუდვები

               უდავოა,  რომ  აღმოსავლეთ  პარტნიორობამ  მის  ფარგლებ-ში
               ასოცირებული სამი ქვეყანა ევროკავშირთან ერთმნიშვნე-
               ლოვნად  დააახლოვა,  ხელი  შეუწყო  ევროკავშირის  ბაზართან,
               ევროკავშირის ინფრასტრუქტურულ, სატრანსპორტო, ენერგე-
               ტიკულ და სხვა სისტემებში მათ ინტეგრაციას.
   74   75   76   77   78   79   80   81   82   83   84