Page 71 - SEVEN STEPS for COMPREHENDING the EUROPEAN UNION
P. 71

70  /  შვიდი ნაბიჯი ევროკავშირის გასააზრებლად



               კავშირის შესახებ ხელშეკრულების ზემოხსენებული 49-ე მუხლი.
               უფრო მეტიც, ერთობლივ დოკუმენტებში სადავოდ რჩებოდა
               ისეთი ჩანაწერების ჩართვა, როგორიც იყო, მაგალითად,
               ევროკავშირი „მისალმებოდა“ (EU welcomes) ამ ქვეყნების
               ევროკავშირში გაწევრიანების სურვილს, თუ ასეთი სურვილის
               მხოლოდ „აღიარებით“ (EU aknowledges) შემოფარგლულიყო.
                   ევროკავშირი ასევე ყოყმანობდა, აღნიშნული ქვეყნებისთვის
               შეეთავაზებინა მათი ევროპული მისწრაფებების „აღიარებაზე“
               მეტი და „ევროკავშირის წევრობის ცალსახა პერსპექტივაზე“
               ნაკლები. ამ კუთხით, ევროკავშირი არც რაიმე სახის პოზიტიური
               „ბუნდოვანების“ (positive ambiguity) შექმნაზე იყო თანახმა.

                   ამგვარი „პოზიტიური ბუნდოვანება“ შესაძლოა გამოეხა-
               ტა, მაგალითად, ჩანაწერს, რომ „საქართველოს, უკრაინისა და
               მოლდოვასთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტი-
               ვის  მინიჭება  მოხდება, ამ  ქვეყნებში  დემოკრატიული  მმარ-
               თველობის,   ეკონომიკური    და   სოციალური    რეფორმების
               წარმატების შესაბამისად“, ან რომ „ამ ქვეყნების მიმართ
               ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის გამოყენება
               შესაძლებელია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მიერ
               მდგრადი დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების
               დემონსტრირების  შემთხვევაში“,  ა.შ.  თუმცა,  2022  წლამდე,
               ამგვარი  „პოზიტიური ბუნდოვანების“ შექმნას  ევროკავშირი
               კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა.
                   ზემოთ მოყვანილ მიზეზთა გამო, შეიძლება შემდეგი დასკ-
               ვნის გაკეთება: 2022 წლამდე არ არსებობდა არც სამართლებრივი
               და  არც  პოლიტიკური  წინაპირობები,  რათა  ევროკავშირს
               გაფართოების ახალი ტალღა გამოეცხადებინა უკრაინის, მოლ-
               დოვას, საქართველოს მიმართულებით.

                   სამართლებრივი თვალსაზრისით, როგორც ზემოთ ვნა-
               ხეთ, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში ჩასართავად,
               ზემოხსენებულ სამ ქვეყანას ევროპული პერსპექტივა, ანუ
               ევროკავშირის წევრობის პოტენციური კანდიდატის სტატუსი
               უნდა ჰქონოდათ, მათ კი ასეთი სტატუსი არ გააჩნდათ. ხოლო,
               იმ მოსაზრების გასამყარებლად, რომ პოლიტიკური კუთხით,
               ევროკავშირის  დღის  წესრიგში  ამ  ქვეყნების  გაწევრიანების
   66   67   68   69   70   71   72   73   74   75   76