Page 70 - SEVEN STEPS for COMPREHENDING the EUROPEAN UNION
P. 70
69
მოლაპარაკებების მთელი პროცესის მანძილზე გაგრძელდება
და ამ მიმართულებებით არსებული მდგომარეობა ევროკომისიის
ყოველწლიურ ანგარიშებში იქნება აღწერილი. მას შემდეგ, რაც
მოლაპარაკებების ყველა კლასტერი დაიხურება, ევროკომისია
ფუნდამენტურ საკითხთა კლასტერს კიდევ ერთხელ, საბოლოოდ
დაუბრუნდება და დადებითი შეფასების შემთხვევაში დახურავს
მას, რითაც გაწევრიანების მოლაპარაკებები დასრულდება.
ევროკავშირის 2022 წლის „მოულოდნელი“ გაფართოება
და მისი პერსპექტივები
მიმდინარე ეტაპზე ევროკავშირის გაფართოების პროცესი კვლავ
მიმდინარეობს ორი მიმართულებით - დასავლეთ ბალკანეთის
ქვეყნები და უკრაინა, მოლდოვა, საქართველო.
შემდგომი გაფართოების მიმართ ევროკავშირში სკეპტი-
ციზმი ყოველთვის არსებობდა. ჯერ კიდევ 1993 წელს, ევროპული
საბჭოს კოპენჰაგენის სამიტის დასკვნით დოკუმენტში,
რომელშიც, როგორც აღინიშნა, ევროკავშირის წევრობის კრი-
ტერიუმები განისაზღვრა, პირველად გაჩნდა ჩანაწერი, რომ
„ევროკავშირი გააგრძელებს ევროპული ინტეგრაციის პროცესს,
თუმცა გასათვალისწინებელია ევროკავშირის შესაძლებლობა/
34
მზადყოფნა, მიიღოს ახალი წევრები“ . 1993 წლის შემდეგ,
მსგავსი შინაარსის ტექსტი გვხვდება ევროპული საბჭოს ყველა
მომდევნო, მათ შორის, მაგალითად, 2020 წლის 25 მარტის სამიტის
დასკვნით დოკუმენტში - „ევროკავშირმა უნდა უზრუნველყოს,
რომ განავითაროს საკუთარ რიგებში ახალი წევრების მიღების
35
შესაძლებლობები“ .
აღნიშნული სკეპტიციზმის გამო, საქართველოს, უკრაინისა
და მოლდოვის დელეგაციები ათწლეულების მანძილზე ვერ
ახერხებდნენ, დაეთანხმებინათ ევროპელი პარტნიორები, რომ
ერთობლივ დოკუმენტებში ასახულიყო იმგვარი დებულებები,
რომლებიც ამ ქვეყნების ევროპულ პერსპექტივაზე, თუნდაც
არაპირდაპირ, მიუთითებდნენ. ასეთია, მაგალითად, ევრო-
34 ევროპული საბჭოს კოპენჰაგენის შეხვედრა; 21-22 ივნისი 1993 წელი https://www.
consilium.europa.eu/media/21225/72921.pdf
35 ევროკავშირის საბჭო, 2020
https://data.consilium.europa.eu/doc/document/ST-7002-2020-INIT/en/pdf