Page 52 - SEVEN STEPS for COMPREHENDING the EUROPEAN UNION
P. 52

51



            ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებს შორის
            უფლებამოსილებების გამიჯვნა ევროკავშირის
            კანონმდებლობის დამტკიცების პროცესში


            თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის კანონ-
            მდებლობა ეყრდნობა ე.წ. უპირატესობის პრინციპს (precedence
                   20
            principle ), რომლის  მიხედვითაც,  თუ ევროკავშირის  წევრი
            ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობა წინააღმდეგობაში მო-
            დის ევროკავშირის კანონმდებლობასთან,  უპირატესობა  ევრო-
            კავშირის კანონმდებლობას ენიჭება.
                უპირატესობის პრინციპი ევროკავშირის კანონმდებლობის
            ფუნდამენტური  პრინციპია.  იგი  არ  არის  განმარტებული
            ევროკავშირის ხელშეკრულებებში (უპირატესობის პრინციპი
            ნახსენებია მხოლოდ 2009 წლის ლისაბონის ხელშეკრულების
                      21
            დანართში ).   ამ   პრინციპის   სამართლებრივ    საფუძველს
            წარმოადგენენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან,
            ევროკავშირის    კანონმდებლობის     დარღვევის   ფაქტებთან
            დაკავშირებით, ევროკავშირის სასამართლოს მიერ გამოტანილი
            გადაწყვეტილებები.
                უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის ხელშეკრულებების
            ხელმოწერითა და რატიფიკაციით, ევროკავშირის წევრმა
            ქვეყნებმა   შექმენს  საკანონმდებლო     სისტემა,  რომელიც
            გახდა მათი ეროვნული სამართლის განუყოფელი ნაწილი.
            ამით,   ევროკავშირის   წევრმა   ქვეყნებმა  ნებაყოფლობით
            შეიზღუდეს  ეროვნული  კანონმდებლობის  უფლება-მოსილება
            და ნებაყოფლობით დაექვემდებარნენ ევროკავშირის საკანონ-
            მდებლო სისტემას. ამგვარად, წევრმა ქვეყნებმა არ უნდა
            დაამტკიცონ  ისეთი კანონმდებლობა, რომელიც  ევროკავშირის

            20   უპირატესობის პრონციპი ევროკავშირის კანონმდებლობაში
              https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/
              TXT/?uri=LEGISSUM%3Al14548#:~:text=According%20to%20the%20precedence%20
              principle,which%20contradicts%20to%20European%20law.
            21    „..in accordance with well settled case law of the Court of Justice of the European Union,
              the Treaties and the law adopted by the Union on the basis of the Treaties have primacy
              over the law of Member States…”
              https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/
              TXT/?uri=CELEX%3A12008E%2FAFI%2FDCL%2F17
   47   48   49   50   51   52   53   54   55   56   57