Page 57 - SEVEN STEPS for COMPREHENDING the EUROPEAN UNION
P. 57
56 / შვიდი ნაბიჯი ევროკავშირის გასააზრებლად
ევროკავშირის წევრი ქვეყნის მხრიდან ევროკავშირის
კანონმდებლობის დარღვევა შეიძლება გამოიხატებოდეს,
მაგალითად, თუ წევრმა ქვეყანამ არ მოახდინა რომელიმე
დირექტივის დროული ასახვა ეროვნულ კანონმდებლობაში,
ან, თუ წევრმა ქვეყანამ ევროკავშირის საკანონმდებლო აქტის
არასწორი ინტერპრეტირება და გამოყენება განახორციელა,
ასევე, თუ წევრი ქვეყნის მოქმედება ეწინააღმდეგება
ევროკავშირის ხელშეკრულებებით განსაზღვრულ ევროკავშირის
ფუნდამენტურ ფასეულობებს.
გასათვალისწინებელია, რომ ევროკავშირის კანონმდებლო-
ბის აღსრულების საკითხის უფრო სიღრმისეული შესწავლისას,
შეგხვდებათ როგორც ტერმინი მართლმსაჯულების ევროპული
სასამართლო (European court of justice), ისე ევროკავშირის
სასამართლო (court of justice of the European Union). მართლ-
მსაჯულების ევროპული სასამართლო ევროკავშირის სასა-
მართლოს ერთ-ერთ ინსტიტუტს წარმოადგენს, რადგან
ევროკავშირის სასამართლო შედგება მართლმსაჯულების
ევროპული სასამართლოსაგან (European Court of Justice) და ე.წ.
ზოგადი სასამართლოსაგან (General Court).
მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს კოლეგიაში
27 მოსამართლეა (თითო მოსამართლე ევროკავშირის წევრი
ყოველი ქვეყნიდან) და იხილავს:
1. დავას ევროკავშირის ინსტიტუტებს შორის (მაგალითად,
თუ ევროკომისიას მიაჩნია, რომ ევროკავშირის საბჭოს
რომელიმე გადაწყვეტილება უკანონოა);
2. დავას ევროკავშირის ინსტიტუტებსა და ევროკავში-
რის წევრ ქვეყანას/ქვეყნებს შორის, თუ ამ უკანასკ-
ნელებს მიაჩნიათ, რომ ირღვევა ევროკავშირის ხელ-
შეკრულებების რომელიმე დებულება;
3. დავას, თუ ევროკომისია მიიჩნევს, რომ ევროკავშირის
წევრი რომელიმე ქვეყანა არღვევს ევროკავშირის
კანონმდებლობას.