Page 53 - SEVEN STEPS for COMPREHENDING the EUROPEAN UNION
P. 53

52  /  შვიდი ნაბიჯი ევროკავშირის გასააზრებლად



               სამართლებრივ დოკუმენტებს ეწინააღმდეგება. თუ წინა-
               აღმდეგობრივი კანონის მიღება მაინც მოხდა, ევროკავშირის
               კანონმდებლობას  ევროკავშირის წევრი  ქვეყნების ეროვნულ
               საკანონმდებლო აქტებზე უპირატესობა უნდა მიენიჭოს.
                   შესაბამისად, უპირატესობის ხსენებული პრინციპი ე.წ.
                                                            22
               აბსოლუტური საკანონმდებლო ძალის მქონეა  და მისი
               მოქმედება უპირობოა, იქნება ეს ევროკავშირის ძირითადი
               თუ   მეორადი   კანონმდებლობა.     ამასთან,  უპირატესობის
               პრინციპს ექვემდებარებიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების
               კონსტიტუციებიც  და  ამიტომ  ამ  ქვეყნების მოსამართლეები არ
               უნდა უნდა დაეყრდნონ ევროვნული კონსტიტუციების იმ მუხლებს,
               რომლებიც ევროკავშირის კანონმდებლობას ეწინააღმდეგებიან.
                   ევროკავშირის კანონმდებლობის კიდევ ერთ ფუნდამენტურ
               პრინციპს წარმოადგენს ასევე ევროკავშირის კანონმდებლობის
               ე.წ.  პირდაპირი მოქმედების/ეფექტის  პრინციპი  (Direct  effect of
               European Law ), რომელიც განმარტავს, რომ ნებისმიერ კერძო
                          23
               პირს/სუბიექტს  შეუძლია  პირდაპირ დაეყრდნოს  ევროკავშირის
               შესაბამის კანონმდებლობას და ამ კანონმდებლობის დარღვე-
               ვის შემთხვევაში შეიტანოს სარჩელი საკუთარი ქვეყნის, ან
               ევროკავშირის ინსტიტუტის წინააღმდეგ როგორც ეროვნულ, ისე
               ევროკავშირის სასამართლოში.
                   როგორც ზემოთ აღინიშნა, ევროკავშირის ხელშეკრულებები
               განსაზღვრავენ,  თუ  ვინ  შეიძლება  მონაწილეობდეს  ევრო-
               კავშირის ცალკეული საკანონმდებლო აქტების შექმნაში:
               1.  ევროკავშირი  ერთპიროვნულად,  2.  ევროკავშირის  წევრი
               ქვეყნების მთავრობები ევროკავშირისაგან დამოუკიდებლად,
               თუ  3.  ევროკავშირი  და  მისი  წევრი  ქვეყნების  მთავრობები
               ერთობლივად. შესაბამისად, განვიხილოთ ხსენებული სამივე
               შემთხვევა.
                   ევროკავშირის საკანონმდებლო პროცესი ეფუძნება შემდეგ
               პრინციპებს:
               22   ევროკავშირის კანონმდებლობის უპირატესობა
                https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/?uri=LEGISSUM%3Al14548
               23   ევროკავშირის კნონმდებლობის პირდაპირი მოქმედების პრინციპი
                https://eur-lex.europa.eu/legal-content/HR/TXT/?uri=LEGISSUM:l14547
   48   49   50   51   52   53   54   55   56   57   58