Page 56 - SEVEN STEPS for COMPREHENDING the EUROPEAN UNION
P. 56

55



                                                       25
            ე.წ.  მოქნილობის  დებულება  (flexibility clause ),  დასაშვებად
            მიიჩნევს ევროკავშირის უფლებამოსილების გაზრდას, თუ ამას
            ევროკავშირის ინტერესები მოითხოვს.

                ევროკავშირის მიერ ე.წ. მესამე ქვეყნებთან და საერთაშორისო
            ორგანიზაციებთან გაფორმებული საერთაშორისო შეთანხმებები
            წარმოადგენენ ევროკავშირის კანონმდებლობის ნაწილს, თუმცა
            არ მიეკუთვნებიან არც ევროკავშირის ძირითად კანონებს და
            არც ევროკავშირის მეორად კანონმდებლობას - ისინი ე.წ. „sui
            generis“, ანუ უნიკალური სამართლებრივი აქტების კატეგორიას
            მიეკუთვნებიან.


            ევროკავშირის საკანონმდებლო აქტების აღსრულების
            მონიტორინგი და აღსრულების დარღვევებზე რეაგირება

            როგორც     უკვე   აღინიშნა,   ევროკომისია    წარმოადგენს
            ევროკავშირის  ინსტიტუტს,  რომელსაც  ევროკავშირის  კანონ-
            მდებლობის აღსრულების მონიტორინგი და დარღვევებზე
            რეაგირება ევალება. ევროკომისია რეაგირებს, მაგალითად, თუ
            ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ დადგენილ ვადებში არ მოახდინა
            ევროკავშირის    დირექტივის   ეროვნულ    კანონმდებლობაში
            ასახვა,  ან  თუ ევროკავშირის წევრი  ქვეყანა  არასწორად
            ახდენს ევროკავშირის რომელიმე საკანონმდებლო აქტის
            ინტერპრეტირებას.
                იმ შემთხვევაში, თუ ევროკომისია დაადგენს ევროკავშირის
            წევრი რომელიმე ქვეყნის მხრიდან ევროკავშირის კანონ-
            მდებლობის დარღვევას, ევროკომისია იწყებს დარღვევაზე
            რეაგირების პროცედურას (Infringement procedure), რომელმაც
            უნდა უზრუნველყოს ევროკავშირის კანონმდებლობის  დარღვე-
            ვის ფაქტის აღმოფხვრა, ხოლო, თუ პრობლება მაინც ვერ
            გადაიჭრა, ევროკომისია სარჩელს მართლმსაჯულების ევროპულ
            სასამართლოში (European court of justice) წარადგენს.

            25   Article 352 (ex-Article 308 TEC): “1. If action by the Union should prove necessary, within
              the framework of the policies defined in the Treaties, to attain one of the objectives
              set out in the Treaties, and the Treaties have not provided the necessary powers, the
              Council, acting unanimously on a proposal from the Commission and after obtaining the
              consent of the European Parliament, shall adopt the appropriate measures.”
   51   52   53   54   55   56   57   58   59   60   61