Page 51 - SEVEN STEPS for COMPREHENDING the EUROPEAN UNION
P. 51

50  /  შვიდი ნაბიჯი ევროკავშირის გასააზრებლად



                   -   მოსაზრება   (opinion)  ასევე  წარმოადგენს    არა-
                       სავალდებულო დოკუმენტს და შესაძლებლობას აძლევს
                       ევროკავშირის   ინსტიტუტებს    ზოგიერთ,   მათთვის
                       მნიშვნელოვან, საკითხებზე გამოხატონ მოსაზრება
                       ოფიციალური განცხადების გაკეთების გზით.
                   ევროკავშირის ე.წ. მეორადი საკანონმდებლო დოკუმენტები
               შემდეგ იერარქიას ექვემდებარებიან:
                   -   საკანონმდებლო  აქტები  (Legislative  acts):  დოკუმენტები,
                       რომლებიც ე.წ. ჩვეულებრივი საკანონმდებლო პრო-
                       ცედურით (კომისიის ინიცირებით, ერთობლივად ამტკი-
                       ცებენ ევროკავშირის საბჭო და ევროპარლამენტი), ან
                       სპეციალური საკანონმდებლო პროცედურით მტკიცდება.

                   -   დელეგირებული აქტები (Delegated acts): სავალდე-
                       ბულო დოკუმენტები, რომლებიც უფლებას აძლე-ვენ
                       ევროკომისიას,  შეცვალოს    ევროკავშირის    კანონ-
                       მდებლობის    ზოგიერთი   ნორმა,   ან  კონკრეტული
                       მიმართულებით გააფართოვოს ევროკომისიის უფლე-
                       ბამოსილება, თუმცა ცვლილება არ უნდა შეეხოს
                       კანონმდებლობის    შინაარსსა   და   მიზანს.  ასეთი
                       დოკუმენტი შეიძლება იყოს, მაგალითად, ევროკომისიის
                       ზოგიერთი (დელეგირებული) რეგულაცია.
                   -   განმახორციელებელი    აქტები   (Implementing  acts),
                       რომლებსაც    ძირითადად   ამტკიცებს   ევროკომისია,
                       რათა  უზრუნველყოს  ევროკავშირის  შესაბამისი  კანონ-
                       მდებლობის    განხორციელება.   განმახორციელებელი
                       აქტის დამტკიცებამდე, ევროკომისიამ კონსულტაცია
                       უნდა გამართოს სპეციალურ კომიტეტთან, რომელიც
                       ევროკავშირის   წევრი   ქვეყნების   ექსპერტებისგან
                              19
                       შედგება .  ევროპარლამენტსა და  ევროკავშირის  საბჭოს
                       აქვთ   განმახორციელებელი     აქტების   შემოწმების
                       უფლებამოსილება, ამ აქტების მოქმედების დაბლოკვის
                       უფლების გარეშე.

               19   კომიტოლოგია
                https://eur-lex.europa.eu/summary/glossary/comitology.html
   46   47   48   49   50   51   52   53   54   55   56