Page 50 - SEVEN STEPS for COMPREHENDING the EUROPEAN UNION
P. 50

49



                -   რეგულაცია    (Regulation)  გახლავთ   ევროკავშირის
                    სამართლებრივი  დოკუმენტი, რომლის აღსრულება
                    სავალდებულოა      ევროკავშირის     წევრი    ყველა
                    ქვეყნისთვის, ისინი პირდაპირ უნდა შესრულდეს
                    და არ საჭიროებენ წევრი ქვეყნების ეროვნულ
                    კანონმდებლობებში ასახვას.

                -   დირექტივა (Directive) არის ევროკავშირის სამართ-
                    ლებრივი დოკუმენტი, რომელიც ევროკავშირის წევრ
                    ქვეყნებს ცალკეულ დარგში/სფეროში კონკრეტული
                    შედეგის მიღწევას უსახავს მიზნად. ამასთან, დირექტივა
                    ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უტოვებს უფლებას,
                    თავად შეარჩიონ ამ შედეგის მიღწევის მეთოდი/
                    მექანიზმი. დირექტივა, რეგულაციისაგან განსხვავებით,
                    კონკრეტული     ვადების   დაცვით   უნდა   აისახოს/
                    შეერწყას  ევროკავშირის  წევრი  ქვეყნების  ეროვნულ
                    კანონმდებლობებს. შესაბამისად, დირექტივა  ძალაში
                    შედის  მხოლოდ  ევროკავშირის  ქვეყნების  ეროვნულ
                    კანონმდებლობაში ასახვის შემდეგ. ევროკავშირის
                    წევრი ქვეყნების შესაბამისმა სამსახურებმა უნდა
                    მოახდინონ ევროკომისიის ინფორმირება ამ შედეგის
                    მისაღწევად გამოყენებული მეთოდის/მექანიზმის თაო-
                    ბაზე.
                -   გადაწყვეტილებაც (Decision) ევროკავშირის სავალდე-
                    ბულო    საკანონმდებლო    დოკუმენტია,   თუმცა   გა-
                    დაწყვეტილება     შესაძლოა,    ეხებოდეს    როგორც
                    ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას, ისე ცალკეულ
                    წევრებს და, შესაბამისად, სავალდებულოა მხოლოდ ამ
                    გადაწყვეტილების ადრესატი მხარის/მხარეებისთვის.

                -   რეკომენდაცია    (recommendation),  როგორც     წინა
                    თავებში   იქნა   განმარტებული,   არასავალდებულო
                    და   სარეკომენდაციო     ხასიათის   საკანონმდებლო
                    დოკუმენტია. რეკომენდაცია გამოხატავს ევროკავშირის
                    ინსტიტუტების პოზიციას ევროკავშირის საშინაო თუ
                    საგარეო პოლიტიკის ცაკლეულ საკითხებზე.
   45   46   47   48   49   50   51   52   53   54   55