Page 48 - SEVEN STEPS for COMPREHENDING the EUROPEAN UNION
P. 48
47
შედეგადაც ევროკომისიისა და ევროკავშირის საბჭოს
ფორმალიზება განხორციელდა;
- 1986 წლის ლუქსემბურგის ხელშეკრულება, რომელიც
ცნობილია „ერთიანი ევროპული აქტის“ სახელით
და რომელმაც შემოიღო ევროკავშირის საბჭოში
გადაწყვეტილების დიდი უმრავლესობით მიღების
წესი, ასევე გააფართოვა ევროპარლამენტის უფლება-
მოსილებები;
- 1997 წლის ამსტერდამის ხელშეკრულება, რომელმაც
მოახდინა ევროკავშირის წინა ხელშეკრულებების
კონსოლიდაცია და მნიშვნელოვანი ცვლილებები
შემოიღო ევროკავშირის ინსტიტუტების რეფორმირების
კუთხით;
- 2001 წლის ნიცის ხელშეკრულება, რომელმაც გარდაქმნა
ევროკავშირის ინსტიტუტები იმგვარად, რომ მათ
შეძლებოდათ 25-წევრიანი (2004 წელს დაგეგმილი
ევროკავშირის გაფართოების შედეგად) ევროკავშირის
ეფექტიანად მართვა;
- 2007 წლის (ძალაში შევიდა 2009 წელს) ლისაბონის
ხელშეკრულება, რომელმაც შემოიღო ევროპული საბჭოს
პრეზიდენტის და ევროკავშირის ერთიანი საგარეო და
უსაფრთხოები პოლიტიკის მაღალი წარმომადგენლის
პოსტები, შექმნა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა
სამსახური და სხვა.
საგულისხმოა, რომ ევროკავშირი პერიოდულად ამტკიცებს
უკვე მიღებული ხელშეკრულებების კონსოლიდირებულ ვერსიებს
(consolidated versions). ამ სახის ხელშეკრულებებში თავმოყრილია
უკვე მიღებული ხელშეკრულებების შესაბამისი ტექსტები, რაც
იძლევა შესაძლებლობას, ერთსა და იმავე თემებზე მიღებული
ევროკავშირის საკანონმდებლო დებულებები არა სხვადასხვა
ხელშეკრულებაში, არამედ ერთიან, კონსოლიდირებულ ვერსიაში
მოიძებნოს. ასეთ დოკუმენტებს ძირითად ხელშეკრულებებს
უწოდებენ. ესენია: