Page 47 - SEVEN STEPS for COMPREHENDING the EUROPEAN UNION
P. 47
46 / შვიდი ნაბიჯი ევროკავშირის გასააზრებლად
ევროკავშირის ხელშეკრულები რამდენიმე კატეგორიად
იყოფა. ვინაიდან ისინი ევროკავშირის წევრი ქვეყნების
მიერ ევროკავშირის განვითარების სხვადასხვა ეტაპზეა
ხელმოწერილი, მათი შინაარსი პასუხობს იმ გამოწვევებს და
რეალობებს, რომელთა წინაშეც ევროკავშირი განვითარების იმ
კონკრეტულ ეტაპზე იდგა.
ევროკავშირის ხელშეკრულებები ოთხ ძირითად კატეგორიად
შეიძლება დავყოთ: სადამფუძნებლო ხელშეკრულებები (Founding
Treaties), ცვლილებების ხელშეკრულებები (Amending Treaties),
ძირითადი ხელშეკრულებები (Main Treaties) და გაწევრიანების
ხელშეკრულებები (Accession Treaties).
ამ თვალსაზრისით, უმნიშვნელოვანესია ევროკავშირის
ე.წ. სადამფუძნებლო ხელშეკრულებები (Founding Treaties).
მათი სახელი - სადამფუძნებლო - მიუთითებს, რომ მათში
ასახულია კავშირის ფუძემდებლური პრინციპები, ევროკავშირის
ფუნქციონირების საკვანძო საკითხები, ევროკავშირის ინსტი-
ტუციონალური მოწყობის ცენტრალური თემები და სხვა. ეს
ხელშეკრულებებია:
- 1951 წლის ხელშეკრულება ევროპის ქვანახშირისა
და ფოლადის გაერთიანების შექმნის შესახებ (Treaty
establishing the European Coal and Steel Community)
- 1957 წლის ხელშეკრულება ევროპის ატომური ენერგიის
გაერთიანების შექმნის შესახებ (Treaty establishing the
European Atomic Energy Community)
- 1957 წლის ხელშეკრულება ევროპის ეკონომიკური
გაერთიანების შექმნის შესახებ (Treaty establishing the
European Economic Community)
- 1992 წლის ხელშეკრულება ევროკავშირის შესახებ
(Treaty on European Union)
ზემოხსენებულთა გარდა, ევროკავშირი ცალკე გამოყოფს
ე.წ. ცვლილებების ხელშეკრულებებს. ასეთებად მიიჩნევა:
- 1965 წლის ბრიუსელის ხელშეკრულება, რომლის