Page 54 - SEVEN STEPS for COMPREHENDING the EUROPEAN UNION
P. 54

53



                -   ე.წ. მინიჭების პრინციპი (Conferral): ევროკავშირი
                    მოქმედებს მხოლოდ იმ უფლებამოსილების ფარგლებში,
                    რომელიც მას ევროკავშირის ხელშეკრულებებით მიე-
                    ნიჭა;
                -   პროპორციულობის პრინციპი (Proportionality): ევრო-
                    კავშირის მოქმედებს მხოლოდ იმ ფარგლებში და მისი
                    ქმედებები შემოიფარგლება მხოლოდ იმ ზომებით,
                    რომელთა     მიღებაც   აუცილებელია    ევროკავშირის
                    ხელშეკრულებებით განსაზღვრული ამოცანების შესას-
                    რულებლად;

                -   ე.წ. დაქვემდებარებული მოქმედების პრინციპი (Sub-
                    sidiarity): იმ სფეროებში, რომლებშიც ევროკავშირის
                    საკანონმდებლო დოკუმენტის მიღება შეუძლია როგორც
                    ევროკავშირს, ისე ევროკავშირის წევრ ქვეყანას,
                    ევროკავშირი მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ
                    მისი ქმედებები უფრო ეფექტიანი იქნება.
                ამავე პრინციპების შესაბამისად გამოიყენება ზემო-
            ხსენებული  კომპეტენციების  გადანაწილების  სამი სცენარიც.
            იმ   სფეროებს,   რომლებშიც    ევროკავშირს   აქვს  უფლება
            ერთპიროვნულად მიიღოს ევროკავშირის საკანონმდებლო
            დოკუმენტები (Exclusive EU competence) მიეკუთვნება: საბაჟო
            კავშირი; ევროკავშირის ერთიან ბაზარზე კონკურენციასთან
            დაკავშირებული რეგულაციები; ევროზონის ქვეყნების მონე-
            ტარული პოლიტიკა; ვაჭრობის საკითხები (საგარეო ვაჭრობის
            შეთანხმებების ჩათვლით); თევზჭერის სფეროში ევროკავშირის
            ერთიანი პოლიტიკის საკითხები.
                ევროკავშირში  განსაზღვრულია  სფეროები,  რომლებშიც
            საკანონმდებლო დოკუმენტები შეიძლება დაამტკიცოს როგორც
            ევროკავშირმა, ისე წევრმა ქვეყნებმა (EU shared competence),
            თუმცა  წევრ  ქვეყნებს  ამგვარი  უფლებამოსილება  მხოლოდ
            იმ  შემთხვევაში  აქვთ,  თუ  ევროკავშირს  არ  შეუმუშავებია  ასეთ
            სფეროში საკანონმდებლო დოკუმენტი, ან გადაწყვიტა, რომ არ
            შეიმუშავებს ამ სფეროში საკანონმდებლო დოკუმენტს. ასეთ
            შემთხვევაში, ევროკავშირი საკანონმდებლო დოკუმენტების
   49   50   51   52   53   54   55   56   57   58   59