Page 55 - SEVEN STEPS for COMPREHENDING the EUROPEAN UNION
P. 55
54 / შვიდი ნაბიჯი ევროკავშირის გასააზრებლად
შემუშავების უფლებამოსილებას ევროკავშირის წევრ ქვეყნებს
უნაწილებს. ეს სფეროებია: ევროკავშირის ერთიანი ბაზარი;
დასაქმება და სოციალური პოლიტიკა; ეკონომიკური, სოციალური
და ტერიტორიული თანაბრობა/თანასწორობა (ევროკავშირის
მდგრადი განვითარების ამოცანები); სოფლის მეურნეობა;
გარემოს დაცვა; მომხმარებელთა დაცვა; ტრანსპორტი; ტრანს-
ევროპული სატრანსპორტო-ენერგეტიკული ქსელები; ენერგეტიკა;
უსაფრთხოებისა და სამართლის საკითხები; ჯანდაცვა; სამეც-
ნიერო კვლევა და კოსმოსის ათვისება; თანამშრომლობა
განვითარებისთვის და ჰუმანიტარული დახმარება (საგარეო
დახმარების ინსტრუმენტები).
ევროკავშირში ასევე განსაზღვრულია ის სფეროები,
რომლებშიც საკანონმდებლო დოკუმენტებს ამტკიცებენ მხო-
ლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ხოლო ევროკავშირს აქვს
უფლებამოსილება, დაეხმაროს ან/და კოორდინაცია გაუწიოს
კანონშემოქმედებით პროცესში (only EU states may legislate).
ასეთ სფეროებში ევროკავშირს დამხმარე კომპეტენცია გააჩ-
ნია (supportive competence). ეს სფეროებია: მრეწველობა;
კულტურა; ტურიზმი; განათლება, სპორტი, ახალგაზრდული
საქმეები; სამოქალაქო თავდაცვა (ბუმებრივ კატაკლიზმებზე
და მსგავს კატასტროფებზე რეაგირება); ადმინისტრაციული
თანამშრომლობა.
ევროკავშირში არსებობს სფეროები, რომლებშიც ევრო-
კავშირს საგანგებო/სპეციალური უფლებამოსილება გააჩნია
24
(EU special competence) , რაც ნიშნავს, რომ მისი ქმედებები
შესაძლოა გასცდეს ევროკავშირის ხელშეკრულებების მიერ
დადგენილ სტანდარტულ უფლებამოსილებებს. ეს სფეროებია:
ეკონომიკური და დასაქმების პოლიტიკის კოორდინაცია;
ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა.
დამატებით, ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელ-
შეკრულების (Treaty on functioning of the EU) 352-ე მუხლის
24 https://ec.europa.eu/info/about-european-commission/what-european-commission-
does/law/areas-eu-action_en