Page 49 - SEVEN STEPS for COMPREHENDING the EUROPEAN UNION
P. 49

48  /  შვიდი ნაბიჯი ევროკავშირის გასააზრებლად



                   -   ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულება - კონსო-
                       ლიდირებული ვერსია (Treaty on European Union -
                       Consolidated version 2016);

                   -   ხელშეკრულება ევროკავშირის ფუნქციონირების შესა-
                       ხებ (Treaty on the Functioning of the European Union -
                       Consolidated version 2016);
                   ევროკავშირის ხელშეკრულებების კატეგორიას მიეკუთვნება
               ასევე   ევროკავშირში    გაწევრიანების    ხელშეკრულებები
               (Accession Treaties), რომლებიც მტკიცდება ევროკავშირში ახა-
               ლი წევრი ქვეყნის/ქვეყნების მიღების შემთხვევაში. ამ სახის
               ხელშეკრულებები მტკიცდებოდა ევროკავშირის ყოველი გა-
               ფართოების შემდეგ, კერძოდ, 1972, 1979, 1985, 1994, 2003, 2005 და
               2012 წლებში.
                   2020 წლის ხელშეკრულება ევროკავშირიდან გაერთიანებული
               სამეფოს გამოსვლის შესახებ (Agreement on the withdrawal of the
               United Kingdom of Great Britain and Northern Ireland from the European
               Union and the European Atomic Energy Community) და 1985 წლის ე.წ.
               შენგენის შეთანხმებაც (Schengen Convention) ევროკავშირის წევრ
               ქვეყნებს  შორის  შიდა  საზღვრების  თანდათანობითი  გაუქმების
               შესახებ, ასევე მიეკუთვნება ევროკავშირის ხელშეკრულებებს.

               ევროკავშირის ე.წ. მეორადი კანონმდებლობა,
               ანუ „EU Secondary Law“

               ევროკავშირის ხელშეკრულებები, რომლებიც, როგორც ვნახეთ,
               ევროკავშირის უპირატესი მნიშვნელობის კანონმდებლობას
               ქმნიან,  წარმოადგენენ  ევროკავშირის  ე.წ.  მეორადი  კანონ-
               მდებლობის საფუძველსა და წყაროს. ევროკავშირის მეორადი
               კანონმდებლობის  კატეგორიას  მიეკუთვნებიან ზემოთ უკვე
               ნახსენები  დოკუმენტები:   რეგულაცია,   დირექტივა,   გადა-
               წყვეტილება, რეკომენდაცია დამოსაზრება (regulation, directive,
               decision, recommendation and opinion). წინამდებარე თავში,
               ისინი უფრო დეტალურად, სამართლებრივ ჭრილში იქნებიან
               განხილული.
   44   45   46   47   48   49   50   51   52   53   54