Page 46 - SEVEN STEPS for COMPREHENDING the EUROPEAN UNION
P. 46

45



                ზემოთქმულიდან     გამომდინარე,    ევროკავშირის   ხელ-
            შეკრულებები    გახლავთ    ევროკავშირის   კანონმდებლობის
            იერარქიულად  უპირატესი  სამართლებრივი  ძალის მქონე
            დოკუმენტები. ისინი ქმნიან ევროკავშირის ძირითად სამართ-
            ლებრივ ჩარჩოს, რომელსაც ევროკავშირის კონსტიტუციურ
            ჩარჩოსაც  უწოდებენ  (იმ ფონზე,  რომ  ევროკავშირს  ერთიანი
            კონსიტუცია არ გააჩნია) და, რომლის ფარგლებში მიღებული
            უნდა    იქნას   ევროკავშირის     ყველა    გადაწყვეტილება,
            დამტკიცდეს    ევროკავშირის    ნებისმიერი   საკანონმდებლო
            დოკუმენტი. ევროკავშირის ხსენებული ხელშეკრულებები ქმნიან
            ევროკავშირის  ე.წ.  ძირითად  კანონმდებლობას,  რომლებიც  „EU
            Primary Law“-ის სახელით არის ცნობილი.

                ევროკავშირის ხელშეკრულებების გარდა, ევროკავშირის
            ძირითად  კანონმდებლობას  წარმოადგენენ  „ევროკავშირის
                                              17
            ფუნდამენტურ     უფლებათა    ქარტია “   და   „ევროკავშირის
                                                     18
            სასამართლოს ე.წ. ძირითადი პრინციპები“ , კერძოდ: ადა-
            მიანის  ფუნდამენტური უფლებები, პროპორციულობისა და
            ე.წ. დაქვემდებარებული (მეორადი) მოქმედების პრინციპი
            (განხილული    იქნება   ქვემოთ),  ასევე,  კანონის   მიმართ
            თანასწორობის პრინციპი და სხვა.
                ევროკავშირის ე.წ. არაძირითადი საკანონმდებლო დო-
            კუმენტები ევროკავშირის ზემოხსენებულ ხელშეკრულებებში
            განმარტებული     პროცედურებით     მიიღება,   ხოლო     არა-
            საკანონმდებლო რეგულაციები არ ექვემდებარება ხსენებულ
            პროცედურებს და ევროკავშირის ინსტიტუტების მიერ და-
            მოუკიდებლად მიიღება.
                ევროკავშირის    ხელშეკრულებები    განსაზღვრავენ,   თუ
            ვის მიერ შეიძლება დამტკიცდეს ევროკავშირის ცალკეული
            საკანონმდებლო  დოკუმენტები: ევროკავშირის  მიერ,  ერთ-
            პიროვნულად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობების
            მიერ ევროკავშირისაგან  დამოუკიდებლად,  თუ ევროკავშირისა
            და მისი წევრი ქვეყნების მთავრობების მიერ ერთობლივად.

            17   ამჟამად ძალაში მყოფი ხელშეკრულებები
              https://eur-lex.europa.eu/collection/eu-law/treaties/treaties-force.html#new-2-54
            18   ევროკავშირის ძირითადი კანონმდებლობა
              https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/?uri=legissum:l14530
   41   42   43   44   45   46   47   48   49   50   51