Page 45 - SEVEN STEPS for COMPREHENDING the EUROPEAN UNION
P. 45
44 / შვიდი ნაბიჯი ევროკავშირის გასააზრებლად
ევროკავშირის კანონმდებლობის შემუშავება და
ევროკავშირის კანონმდებლობის შემუშავება და
მისი აღსრულება;;
მისი აღსრულება
ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებს შორის
ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებს შორის
საკანონმდებლო უფლებამოსილებების
საკანონმდებლო უფლებამოსილებების
გამიჯვნის საკითხები
გამიჯვნის საკითხები
ევროკავშირის კანონმდებლობის შემუშავების პროცესის, ევრო-
კავშირის კანონმდებლობის აღსრულებისა და ამ აღსრულებაზე
მონიტორინგის ანალიზი მნიშვნელოვანია ევროკავშირის როგორც
უნიკალური სამართლებრივი სუბიექტის უკეთ გასააზრებლად, ისე
ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებს შორის უფლებამოსილებათა
გამიჯვნის ფართო სურათის უკეთ დასანახად.
წინამდებარე თავში მოცემული განმარტებები დააზუსტებს
და შეავსებს ცოდნას იმ საკანონმდებლო აქტებისა და
პროცედურების შესახებ, რომელსაც მკითხველი ევროკავშირის
გადაწყვეტილებების დამტკიცების პროცესის განხილვისას
გაეცნო.
ევროკავშირის ძირითადი კანონმდებლობა,
ანუ „EU Primary Law“
ევროკავშირის ნებისმიერი გადაწყვეტილება და შესაბამისი
მოქმედება სრულად უნდა შეესაბამებოდეს ევროკავშირის
ხელშეკრულებებს (EU Treaties). ისინი განსაზღვრავენ
ევროკავშირის ფასეულობებს, მიზნებს, ევროკავშირის ინსტი-
ტუტების როლსა და უფლებამოსილებებს, ევროკავშირის
გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმს, ევროკავშირსა
და მის წევრ ქვეყნებს შორის ურთიერთობების პრინციპებს
და სხვა. ამ ხელშეკრულებების დებულებების შესრულება
სავალდებულოა ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის, რადგანაც,
ეს ვალდებულება ხსენებულმა ქვეყნებმა ხელშეკრულებების
ხელმოწერითა და მათი რატიფიცირებით აიღეს.