Page 44 - SEVEN STEPS for COMPREHENDING the EUROPEAN UNION
P. 44

43



                ასევე, საინტერესოა, რომ 1997 წელს ევროკავშირის
            ამსტერდამის  ხელშეკრულების  ხელმოწერით,  ევროკავშირის
            ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე
            კენჭისყრის    დროს,   დაშვებული    იქნა   ე.წ.  პოზიტიური
            (კონსტრუქციული) თავის შეკავების წესის (Constructive, Positive
            Abstention) გამოყენება. ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების
            31-ე თავის მიხედვით, ევროკავშირის წევრ ქვეყანას კენჭისყრის
            დროს აქვს უფლება, თავი შეიკავოს და ამით დაარღვიოს
            გადაწყვეტილების ერთხმად მიღების, ანუ კონსენსუსის წესი,
            თუმცა თავის შეკავებით არ დაბლოკოს კენჭისყრაზე გამოტანილი
            გადაწყვეტილება. ასეთ შემთხვევაში, ის ქვეყანა, რომელმაც
            კენჭისყრისას თავი შეიკავა, თავისუფლდება დამტკიცებული
            გადაწყვეტილების აღსრულებისაგან , თუმცა არ ექნება უფლება,
            რაიმე ფორმით ხელი შეუშალოს ევროკავშირის მიერ ამ
                                                 16
            გადაწყვეტილების აღსრულების პროცესს .

























            16  2022 წლამდე, ღია წყაროებში იძებნებოდა კონსტრუქციული თავის შეკავების
              წესის გამოყენების ერთადერთი ფაქტი: ეს წესი 2008 წელს კვიპროსმა გამოიყენა
              კოსოვოში  ევროკავშირის  კანონის  უზენაესობის  მისიის  (EULEX) გაგზავნის
              საკითხზე კენჭისყრის დროს. რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდგომ,
              კონსტრუქციული თავის შეკავების წესი უნგრეთმა რამდენჯერმე გამოიყენა
              უკრაინისათვის სამხედრო და ფინანსური დახმარების გამოყოფის საკითხების
              კენჭისყრისას.
   39   40   41   42   43   44   45   46   47   48   49