Page 43 - SEVEN STEPS for COMPREHENDING the EUROPEAN UNION
P. 43
42 / შვიდი ნაბიჯი ევროკავშირის გასააზრებლად
განმარტება: ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოზი-
ციების გათვალისწინებით, ევროკავშირის საბჭოში
გადაწყვეტილების დიდი უმრავლესობით მისაღებად საჭირო
ხმების დასათვლელად ძალზე სასარგებლოა ამ მიზნით
საგანგებოდ შემუშავებული ელექტრონული მთვლელი (voting
calculator). იგი ხელმისაწვდომია ევროკავშირის საბჭოს
ინტერნეტ-მისამართზე: https://www.consilium.europa.eu/
en/council-eu/voting-system/voting-calculator/.
ბუნებრივია, რომ გადაწყვეტილების ბლოკირებისთვის
საჭირო უმცირესობის კონფიგურაცია, 2020 წელს ევროკავშირიდან
გაერთიანებული სამეფოს გასვლის შემდეგ (გაერთიანებული
სამეფოს მოსახლეობა ევროკავშირის მთლიანი მოსახლეობის
12,90%-ია) შეიცვალა - გაიზარდა ევროკავშირის იმ ქვეყნების
„ხმის მიცემის წონა“ (voting power), რომლებიც მოსახლეობის
სიმრავლით გამოირჩევიან: საფრანგეთი, გერმანია, იტალია,
პოლონეთი, ესპანეთი.
უკანასკნელ პერიოდში ევროკავშირის ფარგლებში გახშირდა
საუბარი საგარეო ურთიერთობების საკითხების გადასაწყვეტად
ორმაგი დიდი უმრავლესობის წესის გავრცელებაზე. ამ
საკითხზე, 2020 წლის სექტემბერში, ევროკომისიის პრეზიდენტმა
ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ევროპარლამენტში გამოსვლისას
ევროკავშირის წევრ ქვეყნებს პირდაპირ მოუწოდა. მიუხედავად
იმისა, რომ გერმანია და საფრანგეთი მხარს უჭერენ საგარეო
ურთიერთობების საკითხების გადასაწყვეტად ორმაგი დიდი
უმრავლესობის წესის გამოყენებას, ევროკავშირის წევრი
ქვეყნების უმრავლესობა ეწინააღმდეგება ამ ცვლილებას, ვეტოს
უფლებისა და, მისი საშუალებით, ეროვნული ინტერესების
დამცავი მექანიზმის დაკარგვის შიშით.
მიუხედავად ამ სკეპტიციზმისა, ორმაგი დიდი უმრავლესობის
წესის გამოყენება უკვე ხდება არა ერთი მნიშვნელოვანი საკითხის
გადაწყვეტისას, მათ შორის: ევროპული საბჭოს პრეზიდენტის
დამტკიცებისას, ევროკომისიის პრეზიდენტის კანდიდატურის
შერჩევისას, ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის
საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის
დამტკიცებისას და სხვა.