Page 41 - SEVEN STEPS for COMPREHENDING the EUROPEAN UNION
P. 41
40 / შვიდი ნაბიჯი ევროკავშირის გასააზრებლად
კვიპროსის ჩრდილოეთ ნაწილთან დაკავშირებული დავის
გადაწყვეტამდე. ასევე, საბერძნეთი 2019 წელს ჩრდილოეთ
მაკედონიას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის
დაწყებას მხოლოდ მას შემდეგ დათანხმდა, რაც მხარეებმა
ჩრდილოეთ მაკედონიის სახელწოდებასთან დაკავშირებით
14
ე.წ. „პრესპას შეთანხმებას“ მიაღწიეს . შესაძლებელია
სხვა არა ერთი მსგავსი მაგალითის მოყვანა.
ევროკავშირის საბჭოში გადაწყვეტილებების 85% მიი-
ღება დიდი ორმაგი უმრავლესობით, რომლის მიხედვით,
ევროკავშირის საბჭოში განხილულ საკითხს მხარი უნდა
დაუჭიროს ევროკავშირის წევრი ქვეყნების, მინიმუმ 55%-მა (27
წევრიდან 15-მა) იმ პირობებში, რომ მხარდამჭერი ქვეყნების
მოსახლეობა ევროკავშირის მთლიანი მოსახლეობის არანაკლებ
65%-ს შეადგენს (ამ წესს, ორმაგი დიდი უმრავლესობა იმიტომ
ეწოდა, რომ ორი პირობისაგან შედგება).
განმარტება: იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირის საბჭო
კენჭს უყრის ინიციატივას, რომელიც არ არის შემოტანილი
ევროკომისიის, ან ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა
უმაღლესი წარმომადგენლის მიერ, გამოიყენება ე.წ.
„გაძლიერებული ორმაგი უმრავლესობის“ წესი (reinforced
15
double majority ). ეს წესი ითვალისწინებს, რომ საკითხს
მხარი უნდა დაუჭიროს ევროკავშირის წევრი ქვეყნების
მინიმუმ 72%-მა (27 წევრიდან 20-მა), იმ პირობებში, რომ
მხარდამჭერი ქვეყნების მოსახლეობა ევროკავშირის
მთლიანი მოსახლეობის არანაკლებ 65%-იიქნება თუმცა
ამგვარი წესის გამოყენების პრაქტიკა საკმაოდ იშვიათია,
ვინაიდან საკანონმდებლო ინიციატივათა აბსოლუტური
უმრავლესობა ევროკომისიის მიერ გახლავთ წარმოდგენილი.
14 პრესპას შეთანხმება 2018 წელს მიღწეულ იქნა საბერძნეთსა და ჩრდილოეთ
მაკედონიას შორის, გაერო-ს ეგიდით მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად.
შეთანხმებამ გადაჭრა მხარეებს შორის, სახელმწიფო „მაკედონიის“
სახელწოდებასთან დაკავშირებით, 1991 წლიდან მიმდინარე დავა.
15 დიდი უმრავლესობით კენჭისყრის წესი
https://www.consilium.europa.eu/en/council-eu/voting-system/qualified-majority/