Page 40 - SEVEN STEPS for COMPREHENDING the EUROPEAN UNION
P. 40
39
ევროკავშირის საბჭოში გადაწყვეტილების მიღების
ორი ძირითადი წესი: კონსენსუსი და ე.წ. ორმაგი დიდი
უმრავლესობა
ევროკავშირის საბჭოში გადაწყვეტილების მისაღებად ორი
ძირითადი წესი მოქმედებს: ერთხმად, ანუ კონსენსუსით
(Unanimity) და დიდი უმრავლესობით (qualified majority), რომელიც
ასევე ცნობილია ორმაგი დიდი უმრავლესობის - double qualified
majority - სახელით.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ გადაწყვეტილების
ერთხმად, ანუ კონსენსუსით მიღების წესი ვრცელდება ისეთ
ცალკეულ, განსაკუთრებული მნიშვნელობის სფეროებზე,
როგორიცაა ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების
პოლიტიკა, ევროკავშირში ახალი წევრების მიღება, ევრო-
კავშირის საგადასახადო კანონმდებლობის ცვლილებები
და ევროკავშირის ბიუჯეტი. აღნიშნული წესის თანახმად,
კენჭისყრაზე გატანილ საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირის
რომელიმე წევრი ქვეყნის უარყოფითი პოზიცია საკითხის
დამტკიცებას შეუძლებელს ხდის.
განმარტება: ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ
გადაწყვეტილების ერთხმად მიღების წესი გახლავთ
ევროკავშირის ინსტიტუტებში შემორჩენილი ერთადერთი
მექანიზმი, რომელიც ევროკავშირის წევრ თითოეულ
ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას, შეაჩეროს ნებისმიერი
გადაწყვეტილება, რომელიც მისი ქვეყნის ინტერესებს
ეწინააღმდეგება და დაიცვას საკუთარი ეროვნული
ინტერესი ევროკავშირის სხვა წევრების პოზიციების
გაუთვალისწინებლად.
უნდა აღინიშნოს, რომ საგარეო ურთიერთობების
საკითხებზე ევროკავშირის წევრი ქვეყნები ამ ბერკეტს
საკმაოდ ეფექტიანად იყენებენ ეროვნული დღის წესრიგის
ამოცანების შესასრულებლად. მაგალითად, საბერძნეთი
და კვიპროსი არასდროს დათანხმდებიან ევროკავშირში
გაწევრიანების მოლაპარაკებების თურქეთთან განახლებას,