Page 39 - SEVEN STEPS for COMPREHENDING the EUROPEAN UNION
P. 39

38  /  შვიდი ნაბიჯი ევროკავშირის გასააზრებლად



                   ევროკავშირის საბჭოს სხდომებზე განსახილველ საკითხებს,
               თავდაპირველად     იხილავენ    ბრიუსელში     განთავსებული
               ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი დიპლომატიური
               წარმომადგენლობები     (permanent  representations  to  the
               European Union) - ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოები,
               რომლებიც ექსკლუზიურად მუშაობენ ევროკავშირის საკითხებზე
               (განსხვავებით, ე.წ. ორმხრივი საელჩოებისაგან ბელგიის
               სამეფოში, რომლებიც ასევე ბრიუსელში არიან განთავსებული,
               მაგრამ ბელგიის სამეფოსთან  ორმხრივ  ურთიერთობებზე
               მუშაობენ).
                   ხსენებულ მუდმივ წარმომადგენლობებს ხელმძღვანელობენ
               ელჩები (Permanent Representative), რომლებიც სპეციალურ
               კომიტეტს - COREPER (French – Comité des représentants permanents)
               ქმნიან. არსებობს COREPER I და COREPER II: COREPER II (ელჩების
               ფორმატი),   რომელიც    განიხილავს    საგარეო   საკითხებს,
               ეკონომიკურ და ფინანსურ თემებს, სამართალისა და შინაგან
               საქმეთა საკითხებს, ხოლო COREPER I (ელჩების მოადგილეების
               ფორმატი) - ისეთ თემებს, როგორიცაა სოფლის მეურნეობა,
               ენერგეტიკა, ტრანსპორტი, გარემოს დაცვა, ასევე განათლება,
               სპორტი და კულტურა.
                   საგულისხმოა,  რომ    COREPER  I-ს  დაქვემდებარებული
               საშუალო რანგის დიპლომატებისაგან შემდგარი ქვეფორმატი -
               COEST იხილავს აღმოსავლეთ ევროპის - საქართველო, სომხეთი,
               აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, უკრაინა, ასევე, რუსეთისა და
               ცენტრალური აზიის - ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი
               და უზბეკეთი - ქვეყნებთან ევროკავშირის ურთიერთობებს. თუ
               ევროკავშირის წევრი ქვეყნები COEST-ის ფარგლებში საერთო
               პოზიციას გამონახავენ, საკითხი დასამტკიცებლად ჯერ COREPER
               II-ში, ხოლო შემდგომ ეტაპზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების
               მინისტრთა საბჭოში გადაინაცვლებს.
   34   35   36   37   38   39   40   41   42   43   44