Page 38 - SEVEN STEPS for COMPREHENDING the EUROPEAN UNION
P. 38

37



            როტაციის წესით, მონაცვლეობით თავმჯდომარეობენ (rotating
                     13
            presidency ).
                ზოგად საკითხთა საბჭოს დამატებით აქვს საგანგებო
            ფუნქცია, მოამზადოს ევროპული საბჭოს (European Council)
            სხდომები და გადაწყვეტილებები. როგორც პირველ თავში
            აღინიშნა, ევროპული საბჭო ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა
            და მთავრობების მეთაურთა (heads of states and governments)
            შეხვედრების ფორმატია. ევროპული საბჭო განსაზღვრავს
            ევროკავშირის განვითარების სტრატეგიულ ამოცანებსა და
            პოლიტიკას სხვადასხვა დარგში.

                განმარტება: ევროპული საბჭო, როგორც არაფორმალური
                ინსტიტუტი, 1975 წელს შეიქმნა. მისი ევროკავშირის
                ინსტიტუტად   ფორმალიზება   2009   წელს,  ლისაბონის
                ხელშეკრულების ძალაში შესვლის შედეგად განხორციელდა.


            ევროკავშირის საბჭოს სტრუქტურები


            როგორც    უკვე   აღინიშნა,  კანონშემოქმედებით    სფეროში
            ევროკავშირის საბჭო უფლებამოსილებას ევროპარლამენტთან
            იყოფს, ანუ ევროკომისიის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო
            ინიციატივას როგორც ევროკავშირის საბჭოს, ისე ევრო-
            პარლამენტის თანხმობა სჭირდება. შესაძლოა, ევროპარლამენტს
            ჰქონდეს    შენიშვნები  ევროკავშირის   საბჭოს   მიერ   უკვე
            დამტკიცებულ საკანონმდებლო დოკუმენტთან დაკავშირებით.
            ასეთ შემთხვევაში იგი უბრუნებს დოკუმენტს ევროკავშირის
            საბჭოს შესაბამისი შესწორებებითურთ. თუ ევროკავშირის
            საბჭომ და ევროპარლამენტმა საკანონმდებლო ინიციატივაზე
            შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, იქმნება ე.წ. მომრიგებელი კომიტეტი
            (Conciliation Committee), რომელიც ევროკავშირის საბჭოს,
            ევროპარლამეტისა და ევროკომისიის წარმომადგენლებისგან
            შედგება.

               ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა
            13
              https://www.consilium.europa.eu/en/council-eu/presidency-council-eu/#:~:text=A%20
              rotating%20presidency,EU’s%20work%20in%20the%20Council.
   33   34   35   36   37   38   39   40   41   42   43