Page 36 - SEVEN STEPS for COMPREHENDING the EUROPEAN UNION
P. 36
35
by a majority of the votes cast, in accordance with Article 231 of
the Treaty on the Functioning of the European Union – save as
otherwise provided in the Treaties, the European Parliament
12
shall act by a majority of the votes cast. ).
ასევე საინტერესოა, რომ, როგორც უკვე აღინიშნა,
ევროკავშირის კანონმდებლობით ევროკომისრების კანდი-
დატურებს საბოლოოდ ევროპარლამენტი ამტკიცებს.
ამ მიზნით, ხდება ევროკომისრების მოსმენა შესაბამის
დარგობრივ კომიტეტებში, სადაც მათ უნდა მიიღონ ამ
კომიტეტების მხარდაჭერა, რის შემდეგაც, ევროკომისიის სრულ
შემადგენლობას ერთიანად ეყრება კენჭი ევროპარლამენტის
პლენარულ სხდომაზე. 2019 წელს, ევროკომისიის შემადგენლობის
დამტკიცებისას, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების
კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა უნგრეთის მიერ წარდგენილი
კანდიდატურას გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის
საკითხების ევროკომისრის პოსტზე, ასევე, რუმინეთის
კანდიდატურას - ტრანსპორტის ევროკომისრის თანამდებობაზე.
ევროკავშირის საბჭო
ევროკავშირის საბჭო (Council of the European Union) არის
ევროკავშირის ინსტიტუტი, რომელიც შედგება წევრი ქვეყნების
მთავრობების წარმომადგენლებისგან. იგი შექმნილია იმ მიზნით,
რომ ევროკავშირის ფუნქციონირების პროცესში ევროკავშირის
წევრი ქვეყნების ეროვნული ინტერესები მაქსიმალურად იქნას
დაცული.
ევროკავშირის საბჭოს მუშაობაში ევროკავშირის წევ-
რი 27 ქვეყანა მონაწილეობს და, შესაბამისად, საბჭოს
საბოლოო გადაწყვეტილება თითოეული მათგანის პოზიცია-
12 ხელშეკრულება ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ. პარლამენტი გადა-
წყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით, ევროკავშირის ფუნქციონირების
შესახებ ხელშეკრულების 231-ე მუხლის შესაბამისად - გარდა იმ შემთხვევისა,
როდესაც ხელშეკრულებებში სხვა რამ არის გათვალისწინებული,
ევროპარლამენტი მოქმედებს ხმათა უმრავლესობით. (არაოფიციალური
თარგმანი)
https://eur-lex.europa.eu/LexUriServ/LexUriServ.do?uri=CELEX:12012E/TXT:en:PDF